მკერდის კისტა - ონკოლოგია

კითხვა: ორსულობას შემდეგ ქრება თუ არა მკერდში კისტა???
პასუხი:

მოგესალმებით,

სარძევე ჯირკვლის კისტა მკერდში მდებარე სითხით სავსე ბუშტია, რომელიც ძირითადად არ არის სიმსივნური წარმოშობის. შესაძლოა შეგვხვდეს ერთი ან მრავლობითი კისტები.

ჯირკვლის კისტა ჩნდება, როცა შემაერთებელი ან ჯირკვლოვანი ქსოვილის ზრდა (ფიბროკისტური ცვლილებები) ბლოკავს სადინარს, სადინარი ფართოვდება და ივსება სითხით.

რაც შეეხება  ორსულობის შემდეგ კისტების გაქრობას, ნაკლებსავარაუდოა.

მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უმჯობესია მიმართოთ მამოლოგს.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ მამოლოგიურ სკრინინგზე, უპრეცედენტო ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-

დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა