მოგესალმებით,
მხედველობის გაორების მიზეზი, როგორც მოგეხსენებათ, უპირველესად ნევროლოგმა და ოფთალმოლოგმა უნდა გამოიკვლიონ. თქვენც უკვე მიგიმართავთ მათთვის და ასევე მათთან უნდა გაარკვიოთ ბოლომდე, შეიძლება თუ არა, რომ გაორება შესაბამისი მკურნალობის მიუხედავად ისევ ბაზილარული არტერიის სპაზმის ბრალი იყოს. ჰორმონული ცვლილებებიც შესაძლოა გავლანას ახდენდეს მდგომარეობაზე.
მხედველობის გაორებას ბევრი მიზეზი აქვს. შესაძლოა ეს იყოს:
- კერატოკონუსი – რქოვანას დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია თვალის რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება და თვალშიდა წნევის ზემოქმედებით რქოვანას წინ გამობურცვა, შედეგად მისი სფერული ფორმა კონუსისებურით იცვლება.
Сomputer Vision Syndrome, CVS ( კომპიუტერული დაღლილობის სინდრომი) – სიმპტომებიდან აღსანიშნავია:
- მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
- აკომოდაციის დარღვევა - შენელებულია ახლოს არსებული საგნებიდან შორეულზე ფოკუსირება და პირიქით;
- მხედველობის გაორება;
- კითხვის დროს თვალების სწრაფი დაღლა.
ზარმაცი თვალის სინდრომი – ჩვენ ორი თვალით ვიხედებით ანუ ბინოკულარული მხედველობა გვაქვს, ზარმაცი თვალის შემთხვევაში, თვალების შუქგარდატეხის უნარი სხვადასხვაგვარია, რის გამოც ტვინი გამოსახულებას ორივე თვალიდან ერთდროულად ვეღარ აღიქვამს, ვიღებთ 2 გამოსახულებას ან ცალი თვალი ხდება წამყვანი, მეორე კი მხედველობის ფუნქციაში ნაწილობრივ მონაწილეობს ან სრულიად გამოთიშულია.
დიაბეტის დროს, თვალის ბადურის რეტინოპათიაც იწვევს გაორებას.
სრულყოფილი დიაგნოსტიკა შესაძლებელია მხოლოდ სპეციალისტის კონსულტაციისა და საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ. შემოგთავაზებთ, კლინიკაში მიმდინარე უფასო აქციის ფარგლებში ოფთალმოლოგთან კონსულტაციას ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ხოლო ნევროლოგთან ვიზიტს პარასკევს. წინასწარ ჩაწერა აუცილებელია ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტზე მობრძანებას, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!