ოლიგომენორეა - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ბოლო პერიოდში რაოდენობრივად შემიმცირდა ციკლი, პერიოდულად სახეზე მაქვს გამონაყარი, ამ შემთხვევაში გინეკოლოგს მივმართო თუ ენდოკრინოლოგს?
პასუხი:

მოგესალმებით,
მენსტრუალური ციკლის დარღვევა ყველაზე გავრცელებულ გინეკოლოგიურ პათოლოგიად ითვლება. სტატისტიკის თანახმად, ის ყოველ მეორე ქალს აქვს.
არსებობს მენსტრუალური ციკლის დარღვევის სხვადასხვა ტიპი, როგორც თქვენ გვიხსნით თქვენს შემთხვევაში საქმე გვაქვს შემცირებულ მენსტრუაციასთან ანუ ოლიგომენორეასთან.
პირველ რიგში სასურველია, კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან, რათა გამოირიცხოს ჰორმონული დისბალანსი. ხოლო ამის შემდეგ მკურნალობაში ჩართოთ გინეკოლოგი.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის კვლევებზე ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-60-larad- 
ხოლო გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ხუთშაბათს ან პარასკევს.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა