მოგესალმებით,
ოსტეოქონდროზი - ესაა ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადება. ხერხემლის ოსტეოქონდროზით პირველ რიგში ზიანდება მალთაშუა დისკები. ისინი ხერხემლის ოსტეოქონდროზის დროს დეფორმირდებიან, სიმაღლეში იკლებენ, განშრევდებიან.
თვითონ ხერხემლის ოსტეოქონდროზი დაავადება არაა. ის განპირობებულია შემაერთებელი ქსოვილის ასაკობრივი ცვლილებებით.
თუმცა ოსტეოქონდროზის დროს იშვითია ნერვის იმპულსის გატარების შეზღუდვა, ეს სიმპტომი ძირითადად, წელის მიდამოს დისკოს თიაქარიდან გამომდინარეობს.
დაზიანებული, დეფორმირებული ხერხემლის ძვლოვანი ელემენტები შესაძლოა ზურგის ტვინს ან მისგან გამომავალ ნერვებს მიაწვეს. ეს ნერვები მგრძნობიარე და მომოძრავებელი ტოტებისგან შედგება, ამიტომ მათი მიჭყლეტისას თავს იჩენს ტკივილი, ზოგჯერ კი მოძრაობაც იზღუდება.
დისკოს თიაქარი ვითარდება, როდესაც დაზიანებული დისკოს შიგთავსი მთლიანად ან ნაწილობრივ გარეთ იჟონება. ამ პათოლოგიას ზოგჯერ დისკოს დაცურებას ან გახეთქვასაც უწოდებენ. გარეთ გამოსული შიგთავსი აწვება ახლომდებარე ნერვებს, რაც ხელის ან ფეხის ტკივილს, დაბუჟებას, სისუსტეს იწვევს.
თიაქარი უმეტესად წელის არეში ვითარდება და სხვა რისკფაქტორებიდან აღსანიშნავია ზურგის ტვინის არხის თანდაყოლილი დეფექტები.
ზუსტი დიაგნოსტირებისა და ამომწურავი პასუხისათვის უნდა მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც ჩვენი ნეიროქირურგი გაგსინჯავთ, გასინჯვის შემდეგ დაგინიშნავთ გამოკვლევებს, უფრო დეტალური ინფორმაციისთვის კი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩატარებაა რეკომენდებული.
კლინიკაში მიმდინარე აქციის ფაგრლებში, საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია შემოგთავაზოთ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევაზე ფასდაკლებები, ასევე ნეიროქირურგთან და ნევროლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!
კითხვა: პატივცემულო ექიმო 5 წელზე მეტია ვიტანჯები ფეხების ტკივილი მაწუხებს , ანგეოლოგის გამოკვლევით ყველაფერი შესანიშნავი პასუხი და ბოლოს ნევროპათოლოგმა ასეთი პასუხით დაამთავრა ოსტრეოხონდროზი და დამატებული გაქვსო სერვის დაბალი იმპულსი სადაც დამინიშნა წამლები მაგრამ, შედეგი არაა. ვის მივმართო და რას მირჩევთ? გმადლობთ ყურადღებისთვის. პატივისცემით
პასუხი: