კითხვა: გამარჯობა.გხოვთ მიპასუხოთ 11 წლის ბავშვს აქვს ალერგიული რინიტი.უჭირს სუნთქვა და წელიწადის ყველა სეზონზე ემართება ალერგია.მითხრეს ნიჟარების მოწვა,რამდენად უსაფრთხოა ამასაკში ეს ოპერაცია.მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხვირის ღრუს დათვალიერების საფუძველზე, სავარაუდოდ ბავშვს დაუდგინდა პოლიპოზი და მდგომარეობიდან გამომდინარე ექიმმა საჭიროდ ჩათვალა პოლიპექტომია.
ოპერაციის დროს ტარდება ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების გამორეცხვა, რაც პოლიპის რეციდივის პროფილაქტიკას ემსახურება (პოლიპოზს აქვს მიდრეკილება რეციდივისკენ).
იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვი ალერგიულია, სავარაუდოდ ამიტომ თქვენმა ექიმმა კონსერვატიული მკურნალობა უშედეგოდ მიიჩნია.
ზოგადად, როდესაც კონსერვატიული მკურნალობით შედეგი არ დგება, რეკომენდებულია ოპერაციული მკურნალობა.
უმჯობესია, ოპერაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება სთხოვოთ უშუალოდ თქვენს ექიმს.

„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ჩვენ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა