კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს 16 წლის მოზარდისთვის რომელიც ვარჯიშობს ფიტნეს კლუბში საზიანოა თუ არა პროტეინების და კრეატინის მიღება. რა გვერდითი მოვლენები აქვს ამ კვებით დანამატებს. მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
პროტეინი - ეს არის სპორტული კვების დანამატი, რომელიც მიღებულია ბუნებრივი ნედლეულის სპეციალური დამუშავების შედეგად.
ნებისმიერი პროტეინის შემადგენლობაში შედის ამინომჟავები, რომელიც გამოიყენება კუნთის ზრდისთვის და ვარჯიშის შემდეგ მათი აღდგენისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პროტეინი - ეს არის საშენი მასალა, რომელიც ორგანიზმში მოხვედრისთანავე იშლება ამინომჟავებად, რითაც ხდება კუნთების „შენება“.
ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აღენიშნებათ ინდივიდუალური აუტანლობა ცილების მიმართ, ისე როგორც ზოგიერთ პროდუქტთან მიმართებაში ხდება. ეს შეიძლება გამოვლინდეს ალერგიული რეაქციებით და საჭმლის მონელების დარღვევით. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეული იყოს ცილების დამშლელი ფერმენტების არასაკმარისი რაოდენობით ან კუჭ-ნაწლავის დისბაქტერიოზით. აღნიშნული მდგომარეობა ვლინდება საკვებით მოწამვლის სახით და მეტეორიზმით, დიარეით, მუცლის ტკივილით. ასეთ დროს აუცილებელია დამატებითი ფერმენტების მიღება, ან პროტეინის დოზის შემცირება.
უმჯობესია კონსულტაცია გაიაროთ სპორტული მედიცინის ექიმთან.
ასევე შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან ან გასტროენტეროლოგთან ვიზიტზე, სადაც სპეციალისტი მიაწვდის ამომწურავ ინფორმაციას პროტეინების გამოყენებასთან დაკავშირებით .
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა