მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ პროლაქტინი, ძალიან არასტაბილურ ჰორმონს წარმოადგენს.
მიუხედავად მისი ამჟამინდელი დარეგულირებისა, შესაძლოა მოიმატოს სტრესულ სიტუაციაში, გარემო პირობების, უძილობის და ა.შ ფაქტორებიდან გამომდინარე.
ამიტომ, იგი საჭიროებს მუდმივ კონტროლს და ხშირ შემთხვევაში, პერიოდულ მკურნალობას.
ადამიანის ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის მოწესრიგებული ჰორმონული ფონი აუცილებელია. პროლაქტინი იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს.
ამიტომ, უმჯობესია მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ალტერნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, რათა შეკრიბოს სრული ანამნეზი, ობიექტურად შეაფასოს თქვენი მდგომარეობა და დაგინიშნოთ შესაბამისი მკურნალობა.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/30
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხები.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!