მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ქოლეცისტიტი;
- ქოლეცისტიტის ტიპები;
- ნაღვლის ბუშტის ანთების სიმპტომები;
- ქოლეცისტიტის მკურნალობა.
ქოლეცისტიტი წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის მწვავე ანთებით პროცესს. პათოლოგიის დროს ფერხდება ნაღვლის წვენის გადაადგილება, ასევე შესაძლოა, რომ განვითარდეს ნაღვლის ბუშტის დესტრუქცია და შეშუპება.
ქოლეცისტიტის ტიპებია:
- კალკულოზური - ნაღვლის ბუშტში ქვების დაგროვება;
- არაკალკულოზური - არასწორი დიეტა, ჰორმონული დისბალანსი.
აგრეთვე გამოყოფენ ქოლეცისტიტის კატარალურ და დესტრუქციულ ფორმებს:
- ფლეგმონური;
- წყლულოვანი;
- განგრენული;
- პერფორაციული.
გამწვავების პერიოდში, ნაღვლის ბუშტის ანთებას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:
- ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა მიდამოში;
- ტემპერატურის მომატება;
- მწარე გემო პირის ღრუში;
- ღებინება;
- გულისრევა;
- უმადობა;
- თავის ტკივილი;
- ოფლიანობა.
რაც შეეხება მკურნალობას, ამ თვალსაზრისით ინიშნება:
- ანტიბიოტიკოთერაპია;
- საინფუზიო საშუალებები;
- ანალგეტიკები.
ხოლო, საჭიროების შემთხვევაში - ანტიპარაზიტული მედიკამენტები.
თუ კონსერვატიული მკურნალობა შედეგს არ გამოიღებს, მიმართავენ ქირურგიულ მეთოდს.
თქვენს შემთხვევაში, აუცილებელია დანიშნული კურსის მიმდინარეობის შესახებ, საქმის კურსში ჩააყენოთ მკურნალი ექიმი, რათა ჩაანაცვლოს ან შეცვალოს რეკომენდაცია.
თუ გსურთ, მოიმინოთ ჩვენი კლინიკის სპეციალისტების მოსაზრება, შეგიძლიათ, მობრძანდეთ გასტროენტეროლოგთან და ქირურგთან კონსულტაციაზე. რომლებიც მდგომარეობის ობიექტურად შეჯერების შემდეგ დაგინიშნავენ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/gastroenterologia/24
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან ვიზიტის დასაგეგმად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!