მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- რა არის ნაღვლის ბუშტი;
- რა არის ქოლელითიაზი;
- რა იწვევს ნაღველკენჭოვან დაავადებას;
- ქოლელითიაზის დიაგნოსტირება;
- რა არის ქოლეცისტექტომია.
ნაღვლის ბუშტი გახლავთ მცირე ზომის ტომსიკა, რომელიც მიმაგრებულია ღვიძლზე.
მასში გროვდება ნაღველი - რთული შემადგენლობის ხსნარი, რომელიც აუცილებელია ორგანიზმში საკვებთან ერთად მიღებული ცხიმების დასაშლელად.
გარდა ამისა, ნაღველი პასუხისმგებელია ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის შენარჩუნებაზე.
თუ ნაღველი შეგუბდა ან მისი შემადგენლობა შეიცვალა, ნაღვლის ბუშტის ფუნქციობა ფერხდება და მის სადინარებში ქვები ანუ კონკრემენტები ჩნდება, რომლის დროსაც ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესები ნელდება.
ქოლელითიაზი
ასე ჰქვია პათოლოგიას, რომელსაც ნაღველკენჭოვანი დაავადების სახელით იცნობენ.
ნაღველკენჭოვანი დაავადების გამომწვევი ფაქტორებია:
- ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მემკვიდრეობითი ხასიათი;
- ჭარბი წონა;
- ნაღვლის ბუშტის დაცლის შეფერხება;
- არასწორი დიეტა.
ნაღველკენჭოვანი დაავადება მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ეს მაშინ, როცა კონკრემენტი (ან კონკრემენტები) მშვიდად არის მიყუჟული ნაღვლის ბუშტში.
ქოლელითიაზის გამოვლენაში ყველაზე ხშირად ექოსკოპიური კვლევა გვეხმარება, თუმცა მეტი ინფორმაციულობისთვის ექიმმა შეიძლება სხვა კვლევებიც გირჩიოთ, მაგალითად:
- კომპიუტერული ტომოგრაფია;
- კონტრასტული ქოლეცისტოგრაფია;
- ქოლანგიოგრაფია;
- სისხლის ბიოქიმიური ანალიზი.
რაც შეეხება მკურნალობას, თუ თქვენი მდგომარეობა მძიმე არ არის, რაც რა თქმა უნდა სპეციალისტმა უნდა შეაფასოს, იმკურნალებთ სახლში, მიიიღებთ ტკივილგამაყუჩებლებს, დაიცავთ დიეტას.
შეიძლება, ექიმმა კონკრემენტების დამშლელი რომელიმე მედიკამენტიც დაგინიშნოთ.
არის შემთხვევები, როდესაც ვითარება რთულდება და ქვებისგან გათავისუფლება ხდება საჭირო, ასეთ დროს ერთ-ერთი გამოსავალი ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა ანუ ქოლეცისტექტომია გახლავთ.
უპირველეს ყოვლისა საჭიროა, თვითონ კონკრემენტის კლასიფიცირება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ზომა;
- რენტგენოლოგიური მახასიათებლები;
- ეტიოლოგია;
- მინეროლოგიური შემადგენლობა;
- განმეორებითი კენჭების გაჩენის რისკის ხარისხი;
- ეტიოლოგიურად ინფექციურია თუ არაინფექციური.
ჩვენს კლინიკაში, ეს ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით კეთდება – მუცლის კედლის გაკვეთის ნაცვლად, ქირურგი რამდენიმე მცირე (სულ რაღაც 0,5-2 სმ დიამეტრის) ნახვრეტს აკეთებს, საიდანაც მუცლის ღრუში მანიპულატორი შეჰყავთ და ორგანოს კვეთენ.
ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ძალზე ეფექტური და რაც მთავარია ნაკლებტრავმული მეთოდია, რომლის შემდეგაც პაციენტი მალევე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კონკრემენტთან დაკავშირებული ეტიოლოგიური ნიუანსებისა და სხვა დეტალური მწირი ინფორმაციდან გამომდინარე, ზუსტ ფასს ვერ მოგახსენებთ, თუმცა ზოგადად, ქოლეცისტექტომიის ღირებულება იწყება 2100 ლარიდან.
მკურნალობის მეთოდის დასაგეგმარებლად შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ქირურგთან კონსულტაციაზე, რომელიც შეაფასებს თქვენს მდგომარეობას ობიექტურად და მენეჯერთან ერთად მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ოპერაციული მკურნალობის ღირებულებასთან დაკავშირებით.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/qirurgia/26
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!