ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი - ანგიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით,მააქვს ქვედა კიდურების ლიმფოსტაზი,ტერფები სულ დასივებული მააქვს და მიძნელდება სიარული როგორ მოვიქცე რას მირჩევთ.10 თვე ვსვავდი დეტრალექსს, შეიძლება კიდევ მივიღო ან სხვა საშუალება რამე.დიდი მადლობა წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
ლიმფოსტაზი არის ლიმფის ცირკულაციის მოშლა, რომელიც ლიმფური სადინარების დახშობის შედეგად ვითარდება. შეგუბების ადგილას სხეული შუპდება, კიდურები დიდდება, დეფორმირდება, უჩნდება ნაკეცები. კანი შრება და ხშირად სკდება, ჭრილობებში ადვილად აღწევს ინფექცია, რის შედეგადაც ვითარდება კანის და ლიმფური სადინარების ანთება.
არსებობს მკურნალობის სხვადასხვა გზები, თუ მკურნალობა სწორად წარიმართა, პროგნოზი საიმედოა.
მკურნალობა მოიცავს განმეორებით ოპერაციებს (აცილებენ დაზიანებულ ქსოვილებს, აკეთებენ მიკროქირურგიულ ლიმფოვენოზურ ანასტომოზებს - ლიმფურ სადინარს აერთებენ ვენასთან), მედიკამენტურ თერაპიას (p ვიტამინის პრეპარატები, ვენორუტონი, ტროქსევაზინი, პირიდოქსინი და ფოლიუმის მჟავა), სპეციალურ ჰიდრო და პნევმომასაჟებს, ფიზიო და ბალნეოთერაპიას (ნახშირმჟავების და გოგირდის მინერალური აბაზანები).
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ექიმ-სპეციალისტთან, სადაც შეფასდება მდგომარეობა და დაგენიშნებათ აპრობირებული მკურნალობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა