მოგესალმებით,
როგორც ჩატარებული დასკვნით ირკვევა, თქვენ გაქვთ რეფლუქს – ეზოფაგიტი, რომელიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ქრონიკული დაავადებაა და ხასიათდება კუჭის შიგთავსის (საკვები, საჭმლის მომნელებელი წვენები) ამოსვლით საყლაპავში, რაც იწვევს მჟავიანობის მომატებას, საყლაპავის ლორწოვანის გაღიზიანებას და უსიამოვნო სიმპტომებს, განსაკუთრებით კი გულძმარვას. მჟავის ამოსვლის მიზეზს წარმოადგენს საყლაპავის ბოლოში არსებული სფინქტერის ე.წ. ჩამკეტის სისუსტე ან ნაკლოვანება, რომელიც ვეღარ ახერხებს საკვების შეკავებას კუჭში.
გასტროეზოფაგური რეფლუქსის ყველაზე ხშირი სიმპტომებია გულძმარვა და კუჭიდან საყლაპავში სიმჟავის ამოსვლა.
რაც შეეხება ქოლელითიაზს, ( ნაღველკენჭოვან დაავადებას ) იგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ნაღვლის ბუშტსა და სანაღვლე გზებში კენჭების (კონკრემენტების) გაჩენით, რომლებიც კრისტალური სტრუქტურებია და შესაძლოა, წარმოდგენილი იყოს როგორც ერთეული, ისე მრავლობითი სახით.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, დიახ, შესაძლებელია ნაღველკენჭოვანმა დაავადებამ გამოიწვიოს კუჭის პრობლემები.
საჭიროებთ თუ არა ოპერაციულ მკურნალობას, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად უნდა მიმართოთ ქირურგს , რომელიც განსაზღვრავს საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარებას და შეარჩევს მკურნალობის მეთოდს.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათს.
აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/26
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !