მოგესალმებით,
რევმატოიდული ართრიტი არის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც აზიანებს უპირატესად ტერფის, კოჭ-წვივის, მუხლის, სხივ-მაჯის და მტევნის სახსრებს.
პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები.
დაავადების გამოვლენის შემდგომ, მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს პერიფერიული ნერვები, სისხლძარღვები, გული, ფილტვები, თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები.
დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს გადაცივება, სტრესები, სახსრების ტრავმა და ინფექციები, აგრეთვე რევმატოიდული დაავადება ხასიათდება მემკვიდრეობითი განწყობით.
თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება - მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება.
მკურნალობის მთავარი პრინციპი ანთებისა და ტკივილის მოხსნა, იმუნური რეაქციების დათრგუნვაა, რითაც ფაქტობრივად დაავადების განვითარება და პროგრესირება ფერხდება.
რაც შეეხება, თქვენს შეკითხვას, დიახ შესაძლებელია მუხლებისა და წელის ტკივილს იწვევდეს რევმატოიდული ართრიტი, თუმცა ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კლინიკური კვლევები.
უმჯობესია მიმართოთ რევმატოლოგს, რომელიც დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
ამ ეტაპზე, აღნიშნული სპეციალისტი არ გვყავს ცენტრში, ამიტომ სამწუხაროდ ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობათ მაქვს მუხლების და წელის ტკივილები და რევმატოიდული ართრიტი იწვევს ორივეს ტკივილს ერთად?
პასუხი: