მოგესალმებით,
საძილე არტერიების სტენოზი და ოკლუზია, მკურნალობის გარეშე, შესაძლოა გახდეს ისეთი პათოლოგიის გამომწვევი როგორიცაა ტრანზიტორული იშემიური შეტევა (მიკროინსულტი) ან ინსულტი.
დაზიანების ხარისხის დადგენის მიზნით, ჩვენს კლინიკაში ტარდება თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით. აღსანიშნავია, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოყენება პერფუზიის ფუნქციით უპირობო ლიდერია ინსულტის დიაგნოსტირებაში. კვლევის ამ მეთოდით კაპილარულ დონეზე შევისწავლით ცერებრულ ჰემოდინამიკას, დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული სისხლის მიმოქცევის ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა..
როდესაც აღნიშნული კვლევით ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიული გამოკვლევით იდენტიფიცირდება ოკლუზირებული (დახშული) სისხლძარღვი და განისაზღვრება თრომბული მასის მასშტაბი, განიხილება თრომბექტომიის საკითხი.
თრომბექტომია ტარდება მსხვილი კალიბრის სისხლძარღვთა ოკლუზიის დროს. თუმცა სისხლძარღვთა სრული რეკანალიზებისთვის ზოგჯერ მხოლოდ თრომბოლიზური თერაპია საკმარისი არ არის და საჭირო ხდება კომბინირებული მკურნალობა.
თქვენს კონკრეტულ შემთხვევაზე, მიმოწერის რეჟიმში პასუხის გაცემა გაგვიჭირდება. ამიტომ, შემოგთავაზებთ ნეიროქირურგთან უფასო კონსულტაციას, რომელიც ტარდება ყოველ პარასკევს წინასწარი ჩაწერით. ჩატარებული კვლევების ობიექტურად შეფასების შემდეგ, ბატონი გიორგი ეგუტიძე დაგინიშნავთ აპრობირებულ და თანამედროვე გაიდლაინებით დასაბუთებულ მკურნალობას.
თუ გადაწყვეტთ ვიტიზს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების პასუხები.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/neiroqirurgia/37
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!