საყლაპავის სპაზმი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა, მაქვს ფარისებრის პრობლემა 2თვის წინ ჩავიტარე გამოკვლევები ეხოზე არ გამოჩნდა არაფერი ანუ არ იყო კვანძები TSH მქონდა 6,9 დამინიშნა ექიმმა ლ თიროქსინი 50იანი. გავიკეთე ოპერაცია ცხვირის არ ვიცი ნერვიულობის ნიადაგზე სავარაუდოდ მემართება სპაზმი ყელში რაღაც თითქოს მგუდავს მახრჩობს ადრეც მემართებოდა ასე ნერვულ ფონზე მაინტერესებს თუა ეს ჩიყვის გამო.,ან რა შეიძლება დავლიო რო მომეშვას სპაზმი გთხოვთ მირჩიოთ რამე წინასწარ დიდი მადლობა. ეს დღეები ნოშპას და სუპრასტინს ვსვამ მხოლოდ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ შესაძლოა საქმე ეხებოდეს დისფაგიას, რომლის ცალკეული, ერთეული შემთხვევები შემაშფოთებელი არ არის. ასეთი რამ ადამიანს შესაძლოა მაშინაც დაემართოს, როცა სწრაფად ჭამს და სათანადოდ დაუმუშავებელ (დაუღეჭავ) მოზრდილ ლუკმებს ყლაპავს. ყლაპვის მუდმივი, განმეორებადი გაძნელება კი შესაძლოა სერიოზული პათოლოგიური მდგომარეობის ნიშანი იყოს.

საყლაპავთან  დაკავშირებული სირთულეების გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია.

ძირითადი მიზეზები კი ასეთია:

● კარდიის აქალაზია;

● საყლაპავის დიფუზური სპაზმი;

● გასტროეზოფაგური რეფლუქსი;

● ხახის კუნთოვანი კედლის პათოლოგია

და თქვენს მიერ ქვემოაღნიშნული  –  ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერპლაზიის დროს საყლაპავზე ზეწოლა.

დისტანციურად ვერ განვსაზღვრავთ, თუ რა იწვევს თქვენს  შემთხვევაში ჩივილებს.

დაავადების ხასითის დასადგენად საჭიროა კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან.

ასევე , შესაძლოა საჭირო გახდეს ფარისებრი ჯირკვლის  განმეორებითი  ექოსკოპიური კვლევა.

მიმოწერის რეჟიმში, ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე, პრეპარატებზე მითითებას ვერ მოგცემთ, თქვენც გირჩევთ  თავი აარიდოთ თვითმკურნალობას, რათა არ გამოიწვიოთ მდგომარეობის გაუარესება.

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, სადაც საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების შემდეგ, ექიმი დაადგენს  თქვენი ჩივილების გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ ინდივიდუალური მკურნალობის კურსს.

ხოლო, გასტროსკოპიული კვლევის საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 05 99 00.

თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, სასურველია თან იქონიოთ ჩატარებული გამოკვლევების პასუხები.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა