საზარდულის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: რა იწვევს საზარდულის ტკივილს?
პასუხი:

მოგესალმებით!
ძირითადად ,ამ სიმპტომის გამომწვევი მიზეზია საზარდულის თიაქარი.
საზარდულის თიაქარი ვითარდება როდესაც რბილი ქსოვილი - უმეტესად მუცლის ღრუს ამომფენი გარსის (ბადექონი) ნაწილი ან ნაწლავის ნაწილი - გამოდის მუცლის კუნთებს შორის არსებულ სუსტ წერტილში. ეს ტომრის მაგვარი გამობერილობა შეიძლება მტკივნეული იყოს, განსაკუთრებით ხველებისას, მოხრისას და მძიმე საგნის აწევისას.
ბევრ ადამიანში, მუცლის კედლის სისუსტე, რომელიც იწვევს საზარდულის თიაქარს, ვითარდება დაბადებისას მუცლის გარსის (პერიტონეუმი) არასწორი დახურვის შედეგად. სხვა საზარდულის თიაქრები ვითარდება ზრდასრულობის ასაკში და გამოწვეულია ასაკით, ჭარბი ფიზიკური აქტივობით და მწეველობასთან დაკავშირებული ხველებით.
დისტანციურად გამომომწვევი მიზეზის დადგენა შეუძლებელია, ამიტომ საჭიროა პაციენტი მოვიდეს ჩვენს კლინიკაში ზოგად ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, საჭირო კვლევების შემდეგ ექიმი დასვამს ზუსტ დიაგნოზს და დანიშნავს მკურნალობას.
ქირურგთან უფასო საკონსულტაციო დღეებია ხუთშაბათი და შაბათი, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა