შაქრიანი დიაბეტი - ენდოკრინოლოგია

კითხვა: გამარჯობა ! მეხუთე წელია მაქვს შაქრიანი დიაბეტი (მე-2 ტიპი).ვღებულობ პრეპარატებს: სიოფორი (1000მგ)-დილა-საღამოს,იანუვია-(50მგ)-დილით.გლუკოზის მაჩვენებელი უზმოზე მაქვს ---105-130,სადილის შემდეგ---140-160. შეიძლება თუ არა დაკვირვების მიზნით ერთი კვირით შევწყვიტო წამლების მიღება და ვნახო როგორ შეიცვლება ეს მაჩვენებლები (ხომ არ იქნება საშიში) ვარ 60 წლის. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
შაქრიანი დიაბეტის ტიპი 2–ს ფართოდ გავრცელებულ დაავადებათა სიაში ერთ–ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს.
ის ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც წარმოიშობა მაშინ, როდესაც პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს , ან ორგანიზმს არ შეუძლია გამომუშავებული ინსულინის ეფექტური გამოყენება , ან ორგანიზმი ინსულინს გამოიმუშავებს, მაგრამ ინსულინის დონე არ არის საკმარისი.
თუ სისხლში შაქრის დონე მაღალია, ინიშნება სპეციალური მედიკამენტები, რომლებიც ორგანიზმს ეხმარება იმაში, რომ მან საკუთარი ინსულინი მეტად ეფექტურად გამოიყენოს, სავარაუდოდ სწორედ ამიტომ გაქვთ სიოფორი 1000 მგ დანიშნული.
რაც შეეხება მკურნალობის დამოუკიდებლად შეწყვეტას, რეკომენდაციას ვერ მოგცემთ, რადგან შესაძლოა ის მაჩვენებელი , რასაც ამდენი ხნის განმავლობაში სიოფორი არეგულირებდა, შეწყვეტის შემთხვევაში ,დიდი ალბათობით დაუბრუნდეს თავის ჩვეულ , მაღალ დონეს .
ამიტომ, აუცილებელია საქმის კურსში ჩააყენოთ თქვენი ექიმი, რათა დააკვირდეს დინამიკას.
მიმართეთ მკურნალ ექიმს, ალეტრნატიული აზრის მოსასმენად კი, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ენდოკრინოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ტარდება ყოველ შაბათს, წინასწარი ჩაწერით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა