კითხვა: ვარ 40 წლის.თავის მარჯვენა მხარეს მაქვს მუდმივი შემაწუხებელი შუილები და ყრუ ტკივილი.რას მირჩევთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
მსგავსი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ ჩვენი პაციენტები. როგორც სხვა დროს, ამჟამადაც უნდა გიპასუხოთ, რომ ყურებში ხმაური მრავალ მიზეზთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგალითად: ყურის ანთება, გოგირდოვანი საცობი , უცხო სხეული სასმენ მილში , სასმენი ნერვის დაზიანება, ასაკობრივი ცვლილებები.
გარდა ამისა, ყურებში ხმაური შეიძლება გამოიწვიოს თავის ტრავმამ, თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზმა, კისრის მალების ოსტეოქონდროზმა; თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევამ, არტერიულმა ჰიპერტენზიამ.
ყურებში ხმაური ხშირად მოპულსირე ხასიათისაა. უმეტესად მას თან ახლავს თავის ტკივილი.
ყურებში ხმაური ასევე შეიძლება გამოიწვიოს : ათეროსკლეროზმა, გულის უკმარისობამ, ზოგიერთმა მედიკამენტმა, ოსტეოქონდროზმა, სტრესმა და ნევროზმაც კი.
მკურნალობა, გამომწვევ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ მის დაწყებამდე ხმაურის მიზეზი უნდა გაირკვეს, რაც დისტანციურად ფიზიკურად შეუძლებელია.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე.
უშუალო კონსულტაციისას, ექიმი დაათვალიერებს სასმენ აპარატს როგორც ვიზუალურად ისე ინსტრუმენტულად, დაადასტურებს ან გამორიცხავს პათოლოგიებს, ამის შემდეგ კი დაგინიშნავთ მკურნალობას.
ასევე, შესაძლებელია მკურნალობაში ჩაერთოს ნევროლოგიც, რომელთანაც კლინიკის აქციის ფარგლებში ვიზიტი უფასოა და მიმდინარეობს ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა