მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში იხილავთ შემდეგ ინფორმაციას:
- სიბრძნის კბილი – რას უკავშირდება მისი სახელი;
- კბილის ამოღება (ექსტრაქცია);
- ყელის ტკვილის მიზეზი.
მოგახსენებთ, რომ მერვე კბილი, ადამიანის კბილთა რკალის ბოლო კბილია, იგი ყველაზე გვიან ამოდის და სახელწოდებაც – სიბრძნის კბილი სწორედ აქედან გამომდინარეობს.
სიბრძნის კბილები მდებარეობს ისეთ ადგილას, სადაც ბევრი სისხლძარღვი, ნერვი და უჯრედისია, რომლებიც ძალზედ მარტივად ინფიცირდებიან, სწორედ ამიტომ ვფიქრობთ, რომ თქვენს ჩივილებს სიბრძნის კბილის პრობლემურობა იწვევს.
ზოგადად, ორგანიზმი კბილის ამოღებას (ექსტრაქციას) აღიქვამს, როგორც ტრავმას და შესაბამისად რეაგირებს აღნიშნულ მანიპულაციაზე პოსტტრავმული ანთების სახით. მისი ხასიათი დამოკიდებულია, როგორც ჩარევის მოცულობაზე ისე ორგანიზმის თავისებურებაზე, ამიტომ, ექიმის რეკომენდაციების და დანიშნულების მიზანია – ზემოთ ხსენებული ანთების კუპირება, რისთვისაც უნდა მიმართოთ სტომატოლოგ–ორთოდონტს.
რაც შეეხება ყელის ტკივილს, მისი გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ნუშურა ჯირკვების ანთება, იგივე ტონზილიტი იყოს. იგი შესაძლოა იყოს:
- ბაქტერიული;
- სოკოვანი;
- ვირუსული.
ჩივილების და ობიექტური მონაცემების გათვალისწინებით, ტონზილიტის დიაგნოზის დასასმელად, პირველ რიგში, ექიმი ადგენს, რამ გამოიწვია ყელის ტკივილი და თანდართული ჩივილი, ბაქტერიული ფონია ეს თუ ვირუსული, ყოველივე ამის გათვალისწინებით, ტარდება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და განისაზღვრება მკურნალობის მეთოდი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც დათვალიერდება ინსტრუმენტულად პირის ღრუ და სასუნთქი სისტემა, დაისმება დიაგნოზი და ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ შესაბამის დახმარებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!