კითხვა: გამარჯობა, კითხვა მაქვს სიმაღლეში მომატება თუ შეიძლება ოპერაციიით ან რაიმე გზით ასე ასე 5 ან 7 სმ
პასუხი:
გამარჯობა! ჩვენს კლინიკაში ამ ტიპის მომსახურებით ვერ ისარგებლებთ , თუმცა ცხადია არსებობს სიმაღლეში ზრდის სხვადასხვა მეთოდი ,მაგალითად კიდურების დაგრძელება ოპერაციული მეთოდით .
თუმცა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მიდგომა ინდივიდუალურია ,დამოკიდებულია ასაკზე ,კონსტიტუციურ ტიპზე ,ჯანმრთელობის სხვადასხვა ასპექტებზე .
გირჩევთ,თავდაპირველად რჩევისათვის მიმართოთ ენდოკრინოლოგს .შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში , კონსულტაციის ფასი გახლავთ 50 ლარი . გმადლობთ , რომ დაინტერესდით ჩვენი კლინიკით , გისურვებთ ჯანმრთელობას !