სიმეტრიული ლიპომატოზი - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით! მკლავებზე, მარჯვენაზეც და მარცხენაზეც, თითქმის სიმეტრიულად გამიჩნდა ცხიმგროვები. თავიდან ყურადღება არ მივაქციე, რადგან არც მტკიოდა და არც არაფერს მიშლიდა. არც ახლა მტკივა, მაგრამ დროთა განმავლობაში რამდენიმე ისე გაიზარდა, რომ მოკლემკლავიანი პერანგებით სიარული მეუხერხულება. რა ჰქვია ამ ავადმყოფობას და რომელ ექიმს უნდა მივმართო?
პასუხი:

მოგესალმებით,
მრავლობითი სიმეტრიული ლიპომატოზი, რომელსაც მადელუნგის დაავადებასაც უწოდებენ, იშვიათი სნეულებაა, რომელსაც ცხიმგროვების სიმეტრიული ზრდა ახასიათებს.
სიმეტრიული ლიპომატოზის მიზეზი დანამდვილებით არ არის ცნობილი, თუმცა რამდენიმე თეორიას განიხილავენ. ორგანიზმის მიერ ცხიმების ათვისების უნარის დაქვეითება, სავარაუდოდ, დაავადების ენდოკრინულ ბუნებაზე მიანიშნებს: ენზიმების დეფექტმა ან უჯრედთა ზედაპირის ცვლილებამ შესაძლოა ცხიმის დაშლის შეფერხება გამოიწვიოს და მის დაგროვებამდე მიგვიყვანოს.
მრავლობითი ცხიმოვანი ლიპომატოზის განვითარებაში, დიდ როლს ასრულებს ალკოჰოლი.
ზოგჯერ ლიპომატოზს თან ახლავს სხვა მეტაბოლური დარღვევები ან სხვა სნეულებებიც , მაგალითად:

  • ჰიპერტენზია (მაღალი არტერიული წნევა);
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • ჰიპოთირეოიდიზმი;
  • ღვიძლის დაავადებები.

მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია, თუმცა თქვენს შემთხვევაში, ამ საკითხზე დისტანციურად ვერ გიპასუხებთ. ამიტომ მობრძანდით ჩვენს კლინიკაში ქირურგთან უფასო კონსულტაციაზე, ვიზიტისას ექიმი გაგსინჯავთ, გამოგკითხავთ თქვენი ავადმყოფობის ისტორიას, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით გამორიცხავს შუასაყარში ცხიმოვანი კვანძის არსებობას.
არის შემთხვევები, როცა დიაგნოზის დასადასტურებლად საჭიროა ლიპომის ბიოფსია. ზოგჯერ სისხლში მომატებულია მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონე. მკურნალობა ასევე გულისხმობს თანმხლები მეტაბოლური დარღვევების კორექციას და ალკოჰოლზე უარის თქმას.

ქირურგთან უფასო კონსულტაცია ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და შაბათს, წინასწარი ჩაწერით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა