კითხვა: გმარჯიბა. ერთი თვის უკან დაახლოებით ძილში დამემარტა ასეთი რამ .ნახევარი თავი თითქოს გამეყინა.მერე ავყევი პანიკას და თითოს დაბუჟდა თავიც და სხეულიც. ცოტახანს გაგრძელდა შევიბრუნე ძილი. თუმცა შიში დამრჩა.ისედაც პანიკური შეტევები მაქვს.და ფსიქიატრს რომ ვუთხარი სპაზმი იქნებოდაო.მის მერე დამჩემდა შიში რომ არ მქონდეს სიმსივნე ან ანერვიზმა ან რამე უბედურება. ნერვოლოგიც მყავს და ის მამშვიდებს არაა მანდ სიმსივნური არაფერუ ეს შენი ნერვოზის ნაყოფიაო. ეს შეტევა თუ სპაზმი შეიძლება ყოფილიყო და რამდენად საშიში? მადლობა წინასწარ
პასუხი:
მოგესალმებით,
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, თქვენს შემთხვევაში, საჭიროა ჩაიტაროთ ბრაქიოცეფალური სისხლძარღვების დოპლერი, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31356/tavis-tvinis-magistraluri-siskhldzarghvebis-gamokvleva-da-nevrologis-konsultacia-50-larad--
დოპლეროგრაფის საშუალებთ, შეგვიძლია, განვსაზღვროთ სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს:
- სისხლძარღვების სპაზმთან;
- სტენოზთან;
- თრომბოზთან.
დუპლექს სკანირება ავლენს ისეთ პათოლოგიებს როგორებიცაა:
- სისხლძარღვოვანი ანომალიები;
- ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა;
- სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი.
ასევე, ხდება კოლატერალური სისხლის მიმოქცევის ეფექტურობის შეფასება.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !