სმენის დაქვეითება - ბავშვთა ასაკის დაავადებები

კითხვა: გამარჯობა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და მადლობას გიხდით ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას რომ პასუხობთ. პატარას რომელიც წინა შეკითხვებში ავღნიშნე გადაუგეთ კომპიუტერი და დაუდგინეს მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება ანუ ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია აპრატის საშუალებით გაიგონოს???
პასუხი:

მოგესალმებით,
როგორც მოგვითხრობთ, ჩატარებულ კვლევათა პასუხისა და დიაგნოზის მიხედვით, გამოიხატა სმენის დაქვეითება მეოთხე ხარისხის ანუ ყველაზე მძიმე (70–80%).
იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს კლინიკას, ამ ეტაპზე არ აქვს პედიატრული განყოფილება, პასუხის გაცემა გაგვიჭირდება.
რეკომენდაციის სახით შეგვიძლია მხოლოდ გირჩიოთ, მიმართოთ შოთა ჯაფარიძის კლინიკას და თვით ბატონ შოთას, რომელიც არის საქართველიში კოხლეარული იმპლანტების ჩანერგვის პიონერი და სწორედ მას შეუძლია, გაგიწიოთ კვალიფიციური დახმარება.
კვლევათა პასუხებისა და უშუალო გასინჯვის შემდეგ, მან უნდა შეაფასოს მდგომარეობა და მოგახსენოთ თქვენი ბავშვის შემთხვევაში სასმენი აპარატის ან კოხლეარული იმპლანტაციის დადებითი შედეგების შესახებ.
ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის საკონტაქტო ნომრებია: 2 34 59 55, 577 32 72 44, 577 32 72 43.
ჩვენი რჩევა იქნება, დროს ნუ დაკარგავთ და რაც შეიძლება მალე მიმართეთ ბატონ შოთას.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა