მოგესალმებით,
ასეთ შემთხვევებში უნდა ენდოთ უშუალოდ მკურნალი ექიმის რეკომენდაციას, რადგანაც მკურნალობის დანიშვნა ხდება კლინიკური ნიშნების და არა ხახის ნაცხის კვლევის მიხედვით.
თქვენს მიერ დასახელებული მიკროორგანიზმები ხახის ფლორაა და ის ნებისმიერ ჯანმრთელ ადამიანს შეიძლება ამოეთესოს.
ანტიბიოტიკების დანიშნვა სპეციალისტის პრეროგტავიაა, რადგან ზოგიერთი მათგანი გაიცემა აფთიაქიდან მხოლოდ რეცეპტის საფუძველზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისჯება კანონით.
ალტერნატიული აზრის მოსასმენად შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ოტო-რინო–ლარინგოლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი დაათვალიერებს ხახის არეს ინსტრუმენტულად, საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებს, ამის შემდეგ კი შეგირჩევთ შესაბამის მკურნალობის კურსს.
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: ვარ 41 წლის ყელში მიჩნდება ხოლმე დროდადრო თეთრი წერტილებივით ,გავაკეთე ხახის ნაცხი ფლორა მგრძნობელობაზე ამოითესა streptococcus pyogenes ზომიერი ზრდით და Enterococcus spp მცირე ზრდით, მგრძნობელობა ყველა ფაგზე არის R. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ ანტიბიოტიკითაა მკურნალობა შესაძლებელი??
პასუხი: