მოგესალმებით,
თავბრუსხვევა შესაძლოა გამოვლინდეს როგორც ხანმოკლე, წამიერი მოვლენა, ასევე ბალანსის დარღვევით მიმდინარე მძიმე დაავადება, რომელიც ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებასთან შეუთავსებელია, თავბრუსხვევას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის :
შიდა ყურის პრობლემები, სისხლის მიწოდების შეზღუდვა, გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზებია: ანემია, ტვინის შერყევა, ზოგადი შფოთვა, ჰიპოგლიკემია, შაკიკი, პანიკური შეტევა. თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის, რაც შეეხება ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას, დაზუსტებით ვერ მოგახსენებთ, თუმცა, შესაძლოა იწვევდეს, როგორც თავბრუსხვევას, ისე არითმიას ( გახშირებულ გულისცემას ) .
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ კარდიოლოგთან და ენდოკრინოლოგთან. ამ მიზნით, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც შემოგთავაზებთ როგორც კარდიოლოგიურ, ისე ენდოკრინოლოგიურ კვლევებზე ფასდაკლებებს. ვრცლად იხილეთ, მითითებულ ბმულებზე.
● ფარისებრი ჯირკვლის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-
● გულ–სისხლძარღვთა სისტემის კვლევა: https://kirurgia.ge/article/31406/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad
კვლევების ჩატარების შემდეგ, ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი, აუცილებლად დაგეხმარებათ და შეგერჩევათ მკურნალობის ინდივიდუალური კურსი.
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა, გამუდმებით თავრუსხვევის შეგრძნებას რა შეიძლება იწვევდეს? სისხლის მიმოქცევის პრობლება არ მაქვს. და გულისცემის გახშირება ფარისებრის პრობლებას თუ შეიძლება დავუკავშიროო?
პასუხი: