მოგესალმებით,
თავბრუსხვევა შესაძლოა, მრავალი მიზეზით იყოს გამოწვეული. ამ სიმპტომის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე თავბრუსხვევის გამომწვევი მიზეზებია:
- შიდა ყურის პრობლემები;
- სისხლის მიწოდების შეზღუდვა;
- გარკვეული მედიკამენტები.
თავბრუსხვევის სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს:
- ანემია;
- ტვინის შერყევა;
- ზოგადი შფოთვა;
- ჰიპოგლიკემია;
- შაკიკი;
- პანიკური შეტევა.
თავბრუსხვევა ხშირად დროებითია და თავად გაივლის. ზოგადად, თავბრუსხვევის სიმპტომის დეტალური და ზუსტი აღწერა ექიმს უადვილებს მიზეზის დადგენასა და მკურნალობას.
რაც შეეხება თვალის შეშუპებას, მიზეზი შესაძლოა იყოს – ეგზოფთალმი ან პროფტოზი. ეს ვლინდება პაციენტების დიდ ნაწილში (მეტნაკლები ხარისხით). 20% პაციენტებისას ეს პრობლემა აღენიშნება წლებით ადრე ან წლების შემდეგ ფარისებრი ჯირკვლის ფათოლოგიის გამოვლინებიდან და ძირითადად ეს პრობლემა ცალმხრივია.
ასევე, ვერ გამოვრიცხავთ თავის ტვინის მოცულობით პროცესს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევაც და თვალის დასივება, წინწამოწევა.
შესაბამისად უნდა ჩაიტაროთ თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, მიმართოთ შემდეგ სპეციალისტებს:
- ენდოკრინოლოგი ( ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოსარიცხად);
- ნევროლოგი;
- ოფთალმოლოგი.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მოგემსახურებათ მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი.
ასევე, შეგვიძლია, რომ შემოგთავაზოთ თავის ტვინის კვლევა მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფზე ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/15963/uprecedento-aqcia-tavis-tvinis-kvleva--magnitur-rezonansul-tomografze
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!