კითხვა: ვცხოვრობ ჯანსაღი ცხოვრების წესით ერთ ღამით ადგომისას ცოტა გავიარე და ისეთი თავბრუ დამეხვა კინაღამ წავიქეცი რამდენიმე წუთის მერე შევძელი ტუალეტში და ისევ დავწექი დილით არაფერი ჩვეულებრივ გავაგრძელე ცხოვრება მივმართე ნევროლოგს რომელმაც ტახტზე სწრაფად დამაწვინა და თავბრუსხვევა იყო ასევე სწრაფად წამოდგომისას მითხრა ყურის შიგა მხარეს კრისტალია ამოვარდნილი და ასეთივე ვარჯიშებით სწრაფად დაწოლა ადგომებით გაივლისო უკვე ოთხი თვეა არ გადის მხოლოდ სწრაფ დაწოლა ადგომისასაათავბრუსხვევა თუ ჩვეულებრივ ნელა დაწვები და ადგები არაა რა ეშველება ამას
პასუხი:

მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, თქვენი მონათხრობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შესაძლოა საქმე ეხებოდეს ვესტიბულოპათიას, ვესტიბულური აპარატის დარღვევის ერთ–ერთი გავრცელებულ მიზეზს.
ამ მიმართულებით აუცილებელია, თქვენი საფუძვლიანად გამოკვლევა. ასე, რომ ყელ-ყურ–ცხვირის სპეციალისტის ჩართვა აუცილებელია.
ასევე, შესაძლოა ჩივილის გამომწვევი იყოს:

  • ორთოსტატიკური კოლაფსი (სისხლძარღვოვანი პათოლოგია);
  • სწრაფი აქსელერაცია (უჩვეულოდ მომატებული სიმაღლე მოკლე დროის პერიოდში);
  • ვერტებრო-ბაზილური სინდრომი;
  • საძილე არტერიების სტენოზი და სხვა ნევროლოგიური პათოლოგიები.

შესაბამისად, გირჩევთ მომართოთ ჩვენს კლინიკაში ოტო–რინო–ლარინგოლოგს, რომელიც დაათვალიერებს სასმენ არხს აპარატურულად და დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას. ასევე, მკურნალობაში ჩაერთვება ნევროლოგი, რომელთანაც კონსულტაცია უფასოა და ტარდება ყოველ პარასკევს, წინასწარი ჩაწერით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და უფასო კონსულტაციაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა