მოგესალმებით,
გამონაყარი თავის მიდამოში, კანის მრავალი პათოლოგიისთვისაა დამახასიათებელი. შესაძლოა, ჩივილი ცხიმოვან სებორეას უკავშირდებოდეს. დიაგნოსტირება დერმატოლოგის პრეროგატივაა. სპეციალისტთან კონსულტაციის გავლამდე კი სასურველია, არ გაიღიზიანოთ გამონაყარი.
რაც შეეხება თავის ტკივილს, მოსახლეობის 70%-ს ეპიზოდური ან ქრონიკული თავის ტკივილები აწუხებს. ის წამყვანი, ზოგჯერ კი ერთადერთი სიმპტომია 40-ზე მეტი დაავადების, ესენია:
- ნევროზი;
- დეპრესიული მდგომარეობა;
- ჰიპერტონული დაავადება;
- თირკმლის პათოლოგია;
- ენდოკრინული პათოლოგია;
- ნევროლოგიური პათოლოგია;
- სისხლძარღვოვანი პათოლოგია და ა.შ.
თუმცა მის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს, დაძაბვის თავის ტკივილი (70%) და შაკიკი (25%) წარმოადგენს.
პირველ რიგში უნდა დადგინდეს რა არის გამომწვევი მიზეზი, ამის შემდეგ კი, შესაძლებელი იქნება მკურნალობის დაგეგმვაც.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და გაიაროთ ნევროლოგთან კონსულტაცია, რის შემდეგაც, საჭიროებისამებრ შემოგთავაზებთ კლინიკურ კვლევებზე ფასდაკლებას.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!