მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
- თავის ტკივილის გამომწვევი მიზეზები;
- მეხსიერების დაქვეითების გამომწვევი მიზეზები;
- აქცია – ნეიროფსიქოლოგიური ტესტირება.
მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დიაგნოსტირება შეუძლებელია. თუმცა, მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას.
თავის ტკივილის მრავალი სახეობა არსებობს, რომელთა ჩამოთვლაც, საკმაოდ შორს წაგვიყვანს.
ზოგადად, თავის ტკივილი შესაძლოა იყოს სხვადასხვა დაავადების სიმპტომი, მათ შორისაა:
- ვენური სინუსებისა და ტვინის სისხლძარღვების ნერვული პათოლოგია;
- ტვინის გარსების პათოლოგია;
- თავის ტვინის გარსების ანთებითი დაზიანება;
- ლიქვორის (თავზურგტვინის სითხე) ცირკულაციის მოშლა;
- ქალასშიგა წნევის მომატება;
- ჰიპოტონია;
- ჰიპერტონია.
რაც შეეხება მეხსიერებას, იგი ურთულესი ფენომენია. მისი განსხვავებული ფორმების რეალიზაციაში განსხვავებული ნერვული სტრუქტურები და მექანიზმები მონაწილეობენ, ამიტომ დისტანციურად რთულია ზუსტი დიაგნოზის დასმა.
მეხსირებების დაქვეითების გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
- ცხოვრების არაჯანსაღი წესი;
- ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება;
- სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება;
- არასრულფასოვანი კვება;
- ძილის რეჟიმის უგულებელყოფა.
დიაგნოსტირებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება:
- მეხსიერების დაქვეითების ტემპს;
- თანმხლებ პათოლოგიებს;
- სიტუაციას, რომელშიც მოხდა მეხსიერების დაქვეითება.
კლინიკის აქციის ფარგლებში შემოგთავაზებთ ნევროლოგის კონსულტაციასა და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/full-article/tu-gawukhebt-mekhsierebastan-dakavshirebuli-problemebi/31584
კვლევის ჩატარების შემდეგ, ექიმი–სპეციალისტი ქალბატონი თეა შუბლაძე დაადგენს ჩივილის გამომწვევ მიზეზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!