ტკივილი გულმკერდის არეში - კარდიოლოგია

კითხვა: მოგესალმებით, მკერდის არეში ხშირად მაქვს ტკივილები და მსუბუქ ფორმაში ჰაერის უკმარისობა, ოდნავი დატვირთვისას ტკივილი ძლიერდება და თუ არ შევჩრდები, უფრო უმატებს, თითქოს მკერდის ძვალი მქონდეს ჩამტვრეული ისეთი ტკივილებია. ვის მივმართო ამის შესახებ? გულია თუ ბრონქების პრობლემაა. მადლობა.
პასუხი:

მოგესალმებით,
ტკივილი გულმკერდის არეში საკმაოდ გავრცელებული ჩივილია. გულის კუნთის სისხლით მომარაგების გაუარესება ანუ იშემია, რაც მიოკარდიუმის ინფარქტისა და სტენოკარდიის დროს ვითარდება, ტკივილის ხშირი მიზეზია. გულმკერდში ტკივილი გულის კუნთის და პერანგის (პერიკარდიუმი) ანთებამაც შეიძლება გამოიწვიოს. ასევე ხშირია ფილტვების, კუჭ-ნაწლავის, ძვალკუნთოვანი და ნერვული სისტემის დაავადებებით გამოწვეული ტკივილი, რომელიც გულმკერდის სხვადასხვა ნაწილში ლოკალიზდება.
გულის დაავადებებით (სტენოკარდია, ინფრაქტი) გამოწვეული ტკივილი, ჩვეულებრივ, ფიზიკური და ემოციური დატვირთვის ფონზე აღმოცენდება, ხოლო დასვენების შემდეგ გაივლის.
აუცილებელია, მიმართოთ ექიმ კარდიოლოგს, ან თერაპევტს, რომელიც გულდასმით გაგსინჯავთ და გამოგკითხავთ ჩივილებს, საჭიროების შემთხვევაში ჩატარებული დამატებითი კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე დასვამს დიაგნოზს და მკურნალობასაც დაგინიშნავთ.
შეგიძლიათ, მომართოთ ჩვენს კლინიკას სადაც კარდიოლოგთა და თერაპევტთა პროფესიონალი გუნდი მუშაობს.
ასევე, კლინიკის აქციის ფარგლებში შეგვიძლია, შემოგთავაზოთ გულ–სისხლძარღვთა პათოლოგიების კვლევა ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/full-article/gul%E2%80%93siskhldzarghvta-patologiebis--droulad-gamovlenis,-profilaqtikisa-da-mkurnalobis-miznit-chaitaret-umnishvnelovanesi-kvlevebi-mkholod-65-larad/31406
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა