მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ყველაზე ხშირად კისრის ტკივილი წარმოიქმნება კუნთებში. კისრის კუნთები გარდა იმისა, რომ ამოძრავებენ და იმაგრებენ თავს, ხელის მოძრაობაშიც იღებენ მონაწილეობას.
თქვენს შემთხვევაში, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი, დისტანციურად რთული სათქმელია.
შესაძლებელია მიზეზი იყოს:
- ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზი;
- კისრის მიდამოს მიოგელოზი;
- სპონდილოზი;
- კისრის დისკოს თიაქარი;
- ართროზი და ა.შ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტური შეფასების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგინიშნავთ მკურნალობას.
თუ კონსულტაციისას გამოიკვეთება მაგნიტურ–რეზონანსული კვლევის საჭიროება, კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !