ტკივილი მარცხენა მხარეს - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა. ვარ 19 წლის. უკვე რამდენიმე თვეა პერიოდულად მაწუხებს ტკივილი მარცხენა მხარეს იღლიის ჩაყოლებაზე ნეკნების მიდამოში. ტკივილი მეწყება ძირითადად მოძრაობისას და დასვნების დროს ქრება(მაგ: როცა ვწევარ). ტკივილი არის მწველი. სხვა არაფერი მაწუხებს. არ მიმიღია ტრამვა. თავიდან გულის ბრალი მეგონა, გადავიღე კარდიოგრამა და დარღვევები არ აღმომაჩნდა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი:

მოგესალმებით, 

თქვენი მონათხრობიდან გამომდინარე ,ტკივილის არეალი მოიცავს იღლიის და გულმკერდის მიდამოს ,რაც შესაძლოა დაკავშირებული იყოს როგორც ძუძუს პათოლოგიებთან ( მასტოპათია) ,ისე ნევროლოგიურ პრობლემებთან ( ნეკნთაშუა ნევრალგია ) .

აუცილებელია,  გაესინჯოთ სპეციალისტებს ,თვადაპირველად მამოლოგს ,ხოლო შემდეგ , საჭიროების შემთხვევაში ნევროლოგს.

კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ მამოლოგიურ სკრინინგს, სარძევე ჯირკვლის სრულფასოვანი გამოკვლევა,  ყველაზე მიზერულ ფასად, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31402/oqros-standartad-aghiarebuli-kvlevebi-simbolur-fasad-%E2%80%93-daamarckhet-dzudzus-kibo-qirurgiis-erovnuli-centris-dakhmarebit-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა