მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება გაგვიჭირდება, რადგან მსგავსი ჩივილის გამოწვევა უამრავ დაავადებას თუ პათოლოგიურ მდგომარეობას შეუძლია. მათ შორისაა:
- დისფაგია;
- საყლაპავის პათოლოგიები;
- ტონზილიტი;
- საყლაპავის სტრიქტურა (შევიწროება);
- ხახის დივერტიკული.
არ არის გამორიცხული ჩივილების ნევროგენული მიზეზიც.
ასევე, საქმე შესაძლოა ეხებოდეს ფონასთენიას. ის ძირითადად პროფესიული დაავადებაა, რომელიც ისეთი პროფესიის ადამიანებს აღენიშნებათ, რომელთაც სამეტყველო აპარატის გადაძაბვა უწევთ.
სასურველია, პირველ რიგში გაიაროთ კონსულტაცია ოტო–რინო–ლარინგოლოგთან, სადაც ქალბატონი რუსუდან კონცელიძე გაგიწევთ სათანადო დახმარებას.
თუ ამ მხრივ ყველაფერი რიგზეა, შემდეგ მკურნალობაში ჩაერთვება სხვა, შესაბამისი სპეციალისტი.
გაცნობებთ, რომ ჩვენი კლინიკა არის მულტიპროფილური, გვყავს ყველა სპეციალისტი, რაც ხელს შეგიწყობთ და არ მოგიწევთ სხვადასხვა კლინიკებში ვიზიტის განხორციელება.
- ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/shekitxva-eqims/oto%E2%80%93rino%E2%80%93laringologia/28
სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!