ვიზიტი მამოლოგთან - მამოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მამოლოგთან მაქვს შეკითხვა ძალიან ვნერვიულობ და სანამ მივალ კონსულტაციაზე (ციკლის შემდგომ პერიოდს ველოდები მოსასვლელად) იქნებ მიპასუხოთ. ვარ 26 წლის, შვილი არ მყავს ჯერ,პირველი ორსულობა 8 თვის წინ სამწუხაროდ შემიწყდა და აბორტი დამჭირდა, მის მერე ჯერ თავს ვიკავებ გარკვეული პერიოდი. ახლახანს დავაკვირდი რომ მარჯვენა ძუძუ მაქვს შესამჩნევად დიდი ვიდრე მარცხენა და შესიებულივით მაქვს, ხელით გასინჯვით რაიმე შარიკისმაგვარი არ ისინჯება უბრალოდ ცოტა სიმკვრივეს ვგრძნობ იღლიის მხარეს მაგრამ ცალკე გამოყოფილად არ იგრძნობა ანუ მთლიანობაშია გამაგრებულივით, თუმცა რბილი მკერდი ისედაც არ მაქსვ ანუ მეორეც არაა რბილი უბრალოდ მარჯვენა საგრძნობლად დიდია ზომაში და უ ფრო შემაგრებული. ტკივილი არ მაქვს საერთოდ არც არანაირი გამონადენი არ მქონია არასდროს. ეს ზომაში გადიდება და სიმკვრივე ძალიან საშიშია? არ მინდა ნერვებს ავყვე მაგრამ რაც დავაკვირდი სხვა ვერაფერზე ვფიქრობ და ინტერნეტშიც ისეთი რაღაცეები წერია უფრო გული მისკდება რამე სიმსივნური არ იყოს... გენეტიკაში მსგავსი არაფერი გვქონია არც ერთი მხრიდან მაგრამ მაინც. აი ჭვალივით მაქვს თითქოს ესე ვგრძნობ ოღონდ ძაან უმნიშვნელოდ თუ არ მივაქციე ყურადღება ვერც ვიგებ დამძიმებულივით მაქვს და თითქოს ყრუდ ჭვალი მადგას. არც მკლავის ტკივილი არც მხრის არ მაქვს. აქვე დავამატებ რომ ბავშობიდან მქონდა სქოლიოზი და მოხრილიც ვარ თუ შეიძლება რომ კავშირში იყოს... იმედია კარგად ჩამოგიყალიბეთ რაც მაწუხებს და ძალიან დამავალებთ თუ მიპასუხებთ, თვის დასაწყისში აუცილებლად მივალ კონსულტაციაზე მაგრამ მანამდეც რომ ვიცოდე რა შეიძლება იყოს ამ სიმპტომებით. დიდი მადლობა წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით, 

დისტანციურად დიაგნოზის დასმა შეუძლებელია, ამიტომ შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია.

თქვენს შეშფოთებას იწვევს ის,რომ თუ ეჭვი გაქვთ სიმსივნეზე , თუმცა ეს რომ ასე არ არის ჩანს თქვენივე წერილიდან .სიმსივნის შემთხვევაში ძუძუს ზომაში მატებას  თან უნდა ერთვოდეს ფერის ცვლილება, ქავილი, ტკივილი, როგორც გულმკერდის ისე ზურგის არეში, ტკივილი იღლიის ფოსოში შესაძლებელია გამოწვეული იყოს ასევე, საოფლე ჯირკვლების გაღიზიანებით.

თქვენი მონათხრობი არ შეიცავს მეტ ინფორმაციას და შესაბამისად უშუალო გასინჯვა და ვიზუალური კონტროლი მისცემს ექიმ–სპეციალისტს საშუალებას მიიღოს კვალიფიციური გადაწყვეტილება .

შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკა "ახალ სიცოცხლეში" მამოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც დააზუსტებს  პათოლოგიური პროცესების ხასიათს  და მკურნალობის სტრატეგიასაც განსაზღვრავს.

ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ საჭირო მამოლოგიურ კვლევებზე 50% ფასდაკლება, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31367/sardzeve-jirkvlis-sruli-gamokvleva---gtavazobt-mamologis-ufaso-konsultacias-da-sachiroebis-shemtkhvevashi-eqoskopiur-an-mamografiul-kvlevas-50-%E2%80%93iani-fasdaklebit

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 05 99 00.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა