ვენური უკმარისობა - ანგიოლოგია

კითხვა: შეიძლება თუ არა დეტრალექსის მუდმივი მიღება. ვსვამ და მაინც მაქვს შეშუპება ფეხების. პერიოდული სისხლჩაქცევები, ასევე მაქ წონასწორობის დაკარგვა კისრის ოსტეოქომდროზი. მუდმივი ტკივილი და დაჭჰიმულიბა კისერსში. ამას დაერთო ყურის შუილები. გავიკეთე ნეიროქსის ნემსები მაგრამ შუილები არ გაჩრდა. წონსწორობა გამიუმჯობესდა.
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენთვის განკუთვნილ პასუხში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას.

  • რა არის და რითი ხასიათდება ქრონიკული ვენური უკმარისობა;
  • ვენური უკმარისობის სიმპტომები;
  • პათოლოგიის დიაგნოსტირება.

თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, აშკარაა რომ ჩივილის გამომწვევია ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით. დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების შეშუპებით, ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.
საჭიროა ჩაიტაროთ დუპლექს სკანირება და დოპლეროგრაფია.
სისხლძარღვების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება და მასში სისხლის ნაკადის მიმართულებისა და სიჩქარის განსაზღვრა. დოპლეროგრაფიის მეშვეობით ისაზღვრება სისხლის ნაკადის ცვლილებები, რაც თავის მხრივ დაკავშირებული შეიძლება იყოს სისხლძარღვების სპაზმთან, სტენოზთან, თრომბოზთან. ვლინდება სისხლძარღვოვანი ანომალიები, ათეროსკლეროზული ბალთების არსებობა, სისხლძარღვის დაზიანების ხარისხი და სხვა.
როგორც მოგვითხრობთ, გაქვთ კისრის მალების ოსტეოქონდროზი, შეიძლება ჩივილი უკავშირდებოდეს გულის უკმარისობას ან მენიერის დაავადებას.
დიაგნოსტირებისთვის საჭიროა კომპლექსური გამოკვლევა.
სწორედ ამიტომ, კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ აღნიშნული კვლევას + ანგიოლოგის კონსულტაცია ყველაზე დაბალ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

გარდა ამისა, სასურველია ჩაიტაროთ ნევროლოგისა და კარდიოლოგის კონსულტაციები. აუცილებელია სისხლის სურათის შემოწმება, ჩაქცევების მიზეზის დასადგენად.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან აქციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა