ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა .. როცა ვახველებ ან მუცელს ვჭიმავ მარცხენა საკვერცხე მტკივა .. გამონადენი არ მაქვს .. წელი მტკივა ყრუდ.. მტკიოდა საზარდული მაგრამ გამიარა.. ციკლი არ მაქვს დარღვეული.. ვარ 20 წლის.. ხანდახან ძაან იშვიათად მაქვს წიწკნის შეგრძნება.. ჩემმა ოჯახის ექიმმა გამსინჯა ხელით მაგრამ არაფერი ისეთი.. სისხლის ანალიზი გავიკეთე ახლახან და ლეიკოციტი მქონდა ცოტა დაბალი.. მოკლედ ვიცი ისევ ექიმთან მირჩევთ მისვლას და ანალიზებს და ასე შემდგ მაგამ არ მაქვს ჯერ საშუალება და იქნებ მირჩიოთ რა შეიძლება დავლიო და რით შემიძლია დავიბანო.. ან სავარაუდოდ რომელ დაავადებას ახასიათებს ასეთი სინპტომი.. მადლობთ ..
პასუხი:

ქალბატონო,
თქვენი სიტყვებია - „მოკლედ ვიცი ისევ ექიმთან მირჩევთ მისვლას“ .მართალია ,თუმცა დაგვერწმუნეთ , ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია.
სწორი მკურნალობისათვის კი, აუცილებელია ვიცოდეთ ზუსტი დიაგნოზი, რომ არ ვავნოთ პაციენტს. ამას მოითხოვს ჩვენი საექიმო ეთიკაც.
თქვენს მიერ აღნიშნული ჩივილები, შესაძლოა ახასიათებდეს როგორც საკვერცხის პოლიკისტოზსა და ცისტიტს, ისე გინეკოლოგიურ სხვა პათოლოგიებს, რომელსაც სხვადასხვა მეთოდით მკურნალობა და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.
გასაგებია თქვენი ფინანსური მდგომარეობა, თუმცა გთხოვთ, თავი აარიდოთ უმართებულო თვითმკურნალობას, რადგან ეს შესაძლოა იყოს ჯანმრთელობისათვის საზიანო.
ასევე, ყველაზე „უკეთეს“ შემთხვევაში არამიზნობრივად დახარჯავთ ფინანსებს. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მედიკამენტებზე მითითებას ვერ მოგცემთ.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ გინეკოლოგთან უფასო კონსულტაცია, რომელიც ტარდება ყოველ ხუთშაბათსა და პარასკევს.
თუ გადაწყვეტთ ვიზიტს, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, გინეკოლოგმა ანამნეზის შეკრების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალოს დამატებითი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.
სხვა შემთხვევაში, დიტანციურ რეჟიმში რეკომენდაციების მოცემას ვეღარ გავაგრძელებთ.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

გინეკოლოგის უფასო კონსულტაციის მისაღებად, აუცილებელია წინასწარ ჩაწერა, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა