მოგესალმებით,
ზოგადად, წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტის შემდეგ, რძე თანდათან მცირდება და ქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება მაინც დარჩეს, ასეთ დროს ხშირად მიმართავენ "გამოწველას" მაგრამ, თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა, ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონული პრეპარატები, მაგრამ მათი თვითნებური მიღება დუშვებელია, იგი უნდა დანიშნოს მეან-გინეკოლოგმა.
დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. პაციენტის გამოკვლევის გარეშე ცხადია, დისტანციურად მდგომარეობას ვერ შევაფასებთ.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში და ისარგებლოთ აქციით ყველაზე მიზერულ ფასად, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31403/20-larad-mamologtan-viziti-da-eqoskopiuri-kvleva-40-wlamde-asakis-qalbatonebistvis-
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !