მოგესალმებით,
დისტანციურად დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა შესაძლოა აღნიშნული ფაქტი უკავშირდებოდეს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიას.
ზოგადად, ჩვილებში, კუნთების ჯგუფი, რომელიც მდებარეობს კუჭსა და საყლაპავს შორის და წარმოქმნის საყლაპავის ქვედა სფინქტერს, არასრულყოფილია, რაც საშუალებას აძლევს კუჭის შიგთავსს დაბრუნდეს უკან.
ასევე, შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს კბილების „ამოჭრას“, გაღიზიანებულ ღრძილებს.
ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებად უნდა მიმართოთ უბნის ოჯახის ექიმს ან ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში პედიატრს, რომელიც საჭირო კვლევების ჩატარების შემდეგ დასვამს დიაგნოზს და დაგეხმარებათ შესაბამისი მკურნალობის დაგეგმარებაში.
● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/25
„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !