მოგესალმებით,
რთულია დისტანციურად ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ.
შესაძლოა ჩივილებს პროვოცირებას უწევდეს კისრის მიდამოს გამშლელი კუნთების დაჭიმულობა, რადგან ისინი, სწორედ კეფის ქვეშ არიან განლაგებული.
ასევე, შესაძლოა მიზეზი იყოს კეფის ნერვის ნევრალგია. მის მიზეზს კი, უმეტესად, კისრის მალების დაავადებები ოსტეოქონდროზი და სპონდილოართროზი წარმოადგენენ.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის აუცილებელია, კონსულტაცია გაიაროთ შესაბამის სპეციალისტთან, რომელიც მდგომარეობის ობიექტურად შეფასების შემდეგ, მოგცემთ რეკომენდაციას საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან კონსულტაციაზე, მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიაზე ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias
სხვა დეტალების დასაზუსტებლად და ჩასაწერად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !
კითხვა: გამარჯობა,მაქვს კეფის არეში წვის,სიცივის დაჭიმულობის შეგრძნება ძალიან შემაწუხებელი არ მშველის არანაირი წამალი . კისერი არ მაწუხებს, არც თავის მოძრაობას მიშლის, რის ბრალია ხომ ვერ მეტყვით .
პასუხი: