- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
მენოპაუზა, კლიმაქსი ქალის ცხოვრების ფიზიოლოგიური ეტაპია.
მენოპაუზის მიმდინარეობა ყველა ქალისთვის ინდივიდუალურია, მაგალითად, თუ ერთი ქალისთვის ეს ეტაპი მხოლოდ მენსტრუალური ციკლის შეწყვეტასთან ასოცირდება, სხვები კლიმაქსისთვის დამახასიათებელ გარკვეულ დისკომფორტს უჩივიან.
თუ მენოპაუზა გაქვთ და გსურთ შეიტყოთ რა მეთოდებითაა შესაძლებელი კლიმაქსისგან გამოწვეულ უსიამოვნო სიმპტომებთან გამკლავება, იხილეთ რამდენიმე რეკომენდაცია.
გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი მინდია იობაშვილი.
„მიჩნეულია, რომ მენოპაუზასთან დაკავშირებული პრობლემების მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმითაა შესაძლებელი და ესენია: ჰორმონების დეფიციტის შევსება, ჯანსაღი, ბალანსირებული კვება, საკმარისი ფიზიკური აქტივობა“, – აცხადებს ბატონი მინდია.
ბატონი მინდია გირჩევთ:
- დაკავდით რეგულარული ფიზიკური ვარჯიშით, რადგან ფიზიკური აქტივობა აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ცვლას, ამასთან, მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მქონე ორგანოთა კვებას.
- ჰორმონების დეფიციტის შევსება ზრდის ძვლების სიმკვრივეს, თითქმის ანახევრებს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების რისკს;
- შარდის ბუშტთან დაკავშირებული პრობლემები და საშოს სიმშრალის პრობლემის მოგვარება ადგილობრივი მკურნალობითაა შესაძლებელი (ეფექტურია ესტროგენების შემცველი კრემები და საშოს სანთლები);
- ჯანსაღი და ბალანსირებული კვება გულისხმობს კალციუმით მდიდარი საკვების მიღებას, ცხოველური ცხიმებისა და ცომეულის შეზღუდვას;
- სასურველია, რაციონში ჩართოთ ვიტამინებით მდიდარი მცენარეული საკვები;
- ღამით ალებმა რომ არ შეგაწუხოთ და მშვიდად დაიძინოთ, არ შეიმოსოთ ტანზე მჭიდროდ მოტკეცილი ღამის პერანგით. საძინებელი ოთახი ძილის წინ გაანიავეთ და არ დაიძინოთ თბილ ოთახში;
- მაქსიმალურად მოერიდეთ სტრესულ გარემოს;
- უარი თქვით სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე;
- შეამცირეთ კოფეინის დოზა;
- სასურველია მშვიდი ძილი, რეკომენდებული, 8 საათის განმავლობაში;
- თუ გარკვეული მიზეზების გამო ვარჯიშს ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ ისეირნოთ, დატკბეთ სუფთა ჰაერით.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელს მინდია იობაშვილს ნომერზე 577 11 68 48.
გისურვებთ ჯანმრთელობას!