- ეს საინტერესოა
- ჯანმრთელობა და ცხოვრების წესი
-
სასარგებლო რჩევა
- გასტროენტეროლოგი გვირჩევს
- ტოქსიკოლოგი გვირჩევს
- ტრავმატოლოგი გვირჩევს
- თერაპევტი გვირჩევს
- რევმატოლოგი გვირჩევს
- გინეკოლოგი გვირჩევს
- ალერგოლოგი გვირჩევს
- პროქტოლოგი გვირჩევს
- ნეონატოლოგი გვირჩევს
- ნევროლოგი გვირჩევს
- ჰემატოლოგი გვირჩევს
- ოტო–რინო–ლარინგოლოგი გვირჩევს
- ეპიდემიოლოგი გვირჩევს
- ოფთალმოლოგი გვირჩევს
- მეან–გინეკოლოგი გვირჩევს
- ენდოკრინოლოგი გვირჩევს
- კარდიოლოგი გვირჩევს
- კვება
ყელის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტი თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია.
ნიუსში გაეცნობით შემდეგ ინფორმაციას:
ყელის ტკივილით ავადობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია შემოდგომასა და ზამთარში, როცა ჰაერის ტემპერატურა ეცემა და შესაბამისად, გაციების რისკიც იზრდება.
ყელის ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სოკოვანი, ბაქტერიული ან ვირუსული ინფექცია და ყველაზე გავრცელებულ მიზეზს როგორც წესი, ანგინა და ფარინგიტი წარმოადგენს.
შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ზოგჯერ ყელის ტკივილი სხვადასხვა დაავადების ერთ–ერთი სიმპტომია და არანამკურნალებ შემთხვევაში ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო დისკომფორტი სავსებით შესაძლებელია რთულ გართულებად გადაიქცეს. სწორედ ამიტომ აუცილებელია დროულად მიმართოთ ექიმს. ვიდრე კონსულტაციაზე მიხვალთ, სახლის პირობებში გარკვეული ღონისძიებების გატარება და მდგომარეობის შემსუბუქებაა შესაძლებელი.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის ოტო–რინო–ლარინგოლოგი რუსუდან კონცელიძე გირჩევთ:
- არ დალიოთ ძალიან ცხელი ან ცივი სასმელი;
- ნებისმიერი ტიპის სასმელი უნდა იყოს ან თბილი ან ოთახის ტემპერატურის;
- ყინულიანი წყალი ყელის ტკივილს მხოლოდ დროებით აქრობს და მითია თითქოს კურნავს;
- არ მიირთვათ ცხარე და მჟავე საკვები;
- ყელის ტკივილის დროს დაუშვებელია თამბაქო;
- შეძლებისდაგვარად მოერიდეთ საუბარს, ხმის იოგების დაძაბვას;
- ოთახი, სადაც დიდ დროს ატარებთ, კარგად გაანიავეთ და დაატენიანეთ;
- ყელში გამოივლეთ თბილი მარილიანი წყალი (1 ჩაის კოვზი მარილი 200 მილილიტრ წყალზე);
- ისარგებლეთ გვირილის, ევკალიპტის სავლებით;
- ბანალურია, მაგრამ ნამდვილად ეფექტური – ამინდისა და ტემპერატურის შესაბამისად შეიმოსეთ;
- მშრალი სითბოს მიზნით, ყელი შარფით შეიხვიეთ;
- ეცადეთ ისუნთქოთ ცხვირით, რადგან ცხვირის ღრუში ჰაერი თბება და ტენიანდება, რაც იცავს ყელსა და ხმის იოგებს;
- ხშირად დაიბანეთ ხელი საპნით.
გისურვებთ ჯანმრთელობას!