რატომ უნდა მიირთვათ მარწყვი და რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა?

რატომ უნდა მიირთვათ მარწყვი და რა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა?

თუ მარწყვის მოყვარული ბრძანდებით ძალიან გაგიმართლათ!

ის არა მხოლოდ გემრიელი, არამედ ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლო ხილია – მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით. 

მარწყვის სასარგებლო თვისებების შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგი ნინო აბესაძე.

წარმოგიდგენთ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც მარწყვი უფრო მეტად შეგიყვარდებათ:

  • მარწყვი ერთ–ერთი ყველაზე დაბალკალორიული, შესაბამისად, დიეტური ხილია. 100 გრამი მარწყვი შეიცავს მხოლოდ 30 კკალორიას და დიდი რაოდენობით წყალს;
  • მისი გლიკემიური ინდექსია 40, რაც მას შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვისაც რეკომენდებულ პროდუქტად აქცევს;
  • ამ ხილში საკმაო რაოდენობით შედის საკვები ბოჭკო, რაც საჭმლის მომნელებელი სისტემის კარგი ფუნქციონირებისა და წონის კლებისთვის აუცილებელი პირობაა;
  • მარწყვი გამოირჩევა C ვიტამინის დიდი შემცველობით. C ვიტამინი კი აუცილებელია ორგანიზმისთვის. 100 გრ მარწყვი შეიცავს C ვიტამინის დღიური მოთხოვნილების 80%-ს. C ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ანუ ებრძვის ორგანიზმის დაბერებას და ბევრი პათოლოგიის განვითარებას. ხელს უწყობს რკინის შეწოვას ორგანიზმში, რაც აუცილებელია რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის. მონაწილეობს კოლაგენის სინთეზში, აუმჯობესებს კანის ელასტიკურობას, დადებით ზეგავლენას ახდენს იმუნურ სისტემაზე. ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციების მიმართ;
  • მარწყვი მდიდარია ფოლიუმის მჟავის შემცველობითაც, რაც აუცილებელია ორსულებისა და რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის;
  • მარწყვი აწესრიგებს არტერიულ წნევას, შეიცავს კალიუმის საჭირო რაოდენობას.

თუმცა გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით მარწყვის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია!

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ენდოკრინოლოგს ნინო აბესაძეს ნომერზე 599 44 08 03.

გისურვებთ ჯანმრთელობას!