მშობლების გზას გაყოლილი და ჰემატოლოგიის განვითარების სურვილით მოტივირებული რეზიდენტი ქეთი სიბაშვილი

მშობლების გზას გაყოლილი და ჰემატოლოგიის განვითარების სურვილით მოტივირებული რეზიდენტი ქეთი სიბაშვილი

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეზიდენტურის კურსი

შეიძლება ითქვას, ზოგიერთი ჩემს არჩევანს ეწინააღმდეგებოდა და მირჩევდა,
შედარებით მარტივ პროფესიას გავყოლოდი, ვიდრე ექიმობაა. თუმცა, ჩემი მშობლების
შემხედვარეს, ადამიანების დახმარების დიდი სურვილი მქონდა და ვფიქრობ,
გააზრებული და რაციონალური გადაწყვეტილება მივიღე.
დღეს უკვე, რეზიდენტურის კურსს გავდივარ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში და ამაყი
ვარ იმით, რომ ამ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლინიკის ნაწილი ვარ.
ჩემი სფერო ჰემატოლოგიაა, რომლის განყოფილებაც ჩვენს კლინიკაში ჯერ კიდევ 40-იან
წლებში არსებობდა და თამამად შეიძლება ითქვას, ქირურგიის ეროვნულმა ცენტრმა
მოახერხა და ერთ-ერთი საუკეთესო რეზიდენტურის პროგრამა შექმნა. ამით მომავალ
ექიმებს საგნისადმი დიდი ინტერესი და მუშაობის სტიმული გაგვიჩინა. პირადად,
მოტივაციას კიდევ უფრო მიმაღლებს მთელი სამედიცინო სამყაროსთვის მისაბაძ ექიმ-
სპეციალისტებთან მუშაობა, მათგან მაგალითის აღება და უდიდესი პროფესიული
განათლების შეძენა! იმის მიუხედავად, რომ ჯერჯერობით სწავლის პროცესში ვარ და
კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის
რეზიდენტურის პროგრამის დასრულებამდე, ბევრი და დიდი გეგმები მაქვს, რომელიც
შეუძლებელია არ გამომივიდეს. მე ხომ ქირურგიის ეროვნული ცენტრის რეზიდენტი
ვარ!