ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები - ნევროლოგია
ვერტიგო - ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით,უკვე 3 კვირაა კეფის არეში მაქვს ტკივილები,მარცხენა მხარეს უფრო მეტად,2წლის წინ ბავშვმა რკინის სათამაშო მანქანა ჩამარტყა,შარშან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გადავიღე და არაფერი უთქვამთ კეფის არეზე,ახლა კი ხან მეწვის,ისე მტკივა და მარჯვენა ნაწილშიც გადადის ტკივილი,ხან მეჭიმება,თავბრუსხვევასავით მემართება,მეშინია უკვე ექიმთან წასვლა,გთხოვთ რამე მირჩიეთ,რა შეიძლება იყოს,ინსულტი თუ ანევრიზმა? ტომოგრაფიის გადაღებისას თავის ტვინის ჰაიმორიტი მითხრეს,ფარისებრზე ერთი წელი ვმკურნალობდი,ნორმაში ჩადგა და ექიმმა წამალი მომიხსნა,ამის ბრალია თუ რის უკვე ვეღარ ვიგებ,გთხოვთ
ხელის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.ასეთი შეკითხვა მაქვს თქვენთან.დედაჩემს ტკივა ხელები მთლიანი ხელი მარჯვენა ისე რომ ხელში ვერაფერს იჭერს ჭიქა გინდ ჩაიდანი ვერ ახერხებს ამ ტკივილის გამო,მეორე დღეს მარცხენა ხელიც ასტკივდა და გამაყუჩებელიც მეტნაკლებად უყუჩებს.რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს ტკივილი.ზოგადად აქამდე მაჯაში აწუხებდა ხოლმე ხან ცერა თითის გასწვრივ ცოტა უსივდებოდა მერე გაუვლიდა და ახლა ასე დაემართა.რის ექიმს უნდა მივმართოთ ამ დროს და რისი მრალი შეიძლება იყოს ეს?მადლობა წინასწარ.
ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა.ხანდახან რა იწვევს თავში წვის შეგრძნებას? რომელიც გადადის ერთი ადგილიდან მეორეზე,გამოვიკვლიე სისხლ ძარღვები და არაფერი არიყო.როცა მეწვის არაფერი არ აყუჩებს.მაქვს შაკიკიც მაგრამ არ იქნება მაგასთან კავშირში რა შეიძლება იყოს? მადლობა
ნევროზი - ნევროლოგია
კითხვა: ნევროზი მაქ და მირჩიეთ როგორ მოვიქცე როგორ ვიმკურნალო ლოუდეპს ვსვამ უკვე ერთი წელია თუ შეიძლება, რომ გავაგრძელო კიდე?
წელის ტკივილი- ნევროლოგია
კითხვა: მოგესალმებით. მაწუხებს მარჯვენა მხარეს წელი თუ თირკმელი არ ვიცი, მითუმეტეს მაშინ, როცა ვიხრები რამის ასაღებად ან ვარჯიშის დროს. ასევე მარჯვენა მენჯის არეში ვგრძნობ მუდმივ ტკივილს არა, პერიოდულს. მარჯვენა ხელს რამოდენიმე თვეა ბოლომდე ვერ ვშლი გაუსაძლისი ტკივილი მაქვს ვარჯიშის დროს კუნთთან, ფეხის ძირები მიბჟუის. ხერხემლის ექიმს უნდა მივმართო თუ თირკმელები გამოვიკვლიო პირველ ეტაპზე?
ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა,უკვე 6 თვეა მაქვს წონასწორობის დაცვის პრობლემა,მუხლებში მდგრადობის დარღვევა,პერიოდულად მტკივა მუხლები,კოჭები ფეხის ძირები ,ქუსლები.როცა ფეხზე ვდგავარ უფრო მეტად მეჭიმება ,სიარულის დროს და დასვენებისას შედარებით მივლის.ჯერ ვერ მიაკვლიეს მიზეზს რა იწვევს ამ ყველაფერს.გადაღებული მაქვს თავზე მრტ,დოპლერი,გამოკვლეული მაქვს წონასწორობის აპარატი აუდიოლოგიის ცენტრში ,არაფერი არ აღმოჩნდა.სისხლის ანალიზი ნორმაშია,როეც ნორმაშია. არასოდეს გავთიშულვარ არ დავცემულვარ არ მაქვს მეხსიერების პრობლემა.ც რეაქტიული ნორმაშია.გთხოვთ მირჩიოთ რამე რა გავაკეთო.მადლობა.
გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.