მოგესალმებით!
თავბრუსხვევა (ვერტიგო) საგნების ან თვითონ სხეულის მოჩვენებითი ბრუნვაა სივრცული ორიენტაციის დარღვევით ან მის გარეშე. სამედიცინო პრაქტიკაში თავბრუსხვევის სიმპტომი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის მქონე პაციენტი ექიმთან ვიზიტისას უჩივის თავბრუსხვევას და სხვა შეგრძნებებს უბრალოდ ძლიერ თავბრუსხვევას ან მსუბუქ თავბრუსხვევას, თავის ტკივილსა და თავბრუსხვევას, ხშირ თავბრუსხვევას.
ნევროლოგიურ პრაქტიკაში თავბრუსხვევის ყველაზე ხშირი მიზეზია თავის ტვინის უკანა ნაწილის (ნათხემის, ტვინის ღეროს, ტვინის კეფის ნაწილის მხედველობის ზონა) იშემია (ნორმალური სისხლის მიმოქცევის დაქვეითება) ხერხემლის სვეტის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის ფონზე.
რაც შეეხება ჰაიმორიტს, ამასთან დაკავშირებით გესაუბრეთ წინა თვის შეტყობინებაში და შემოგთავაზეთ ყბა–სახის ქირურგთან კონსულტაცია.
დისტანციურად, თუ რა არის გამომწვევი ფაქტორი თქვენს შემთხვევაში თავის ტკივილისა და თავბრუსხვევების, რთული სათქმელია.
ვერტებრო-ბაზილარული უკმარისობის ფონზე თავბრუსხვევის სიმპტომის დროს დიაგნოსტიკა სპეციალისტის პრეროგატივაა, დიაგნოსტირება მოიცავს:
- სისხლძარღვების გამოკვლევა- ულტრაბგერით დოპლეროგრაფია;
- რეოვაზოგრაფია;
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია;
- კომპიუტერული ტომოგრაფია ანგიოგრაფიის რეჟიმში და ა.შ.
ამიტომ, ახლა შემოგთავაზებთ კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, ნევროლოგთან კონსულტაციას.
მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, გირჩევთ აუცილებად მობრძანდეთ ვიზიტზე, აუცილებელია რომ სპეციალისტმა, შეკრიბოს ანამნეზი, უშუალოდ მოხდეს პაციენტის გასინჯვა, შეფასდეს თქვენი ზოგადი მდგომარეობა, დისტანციურად ვერც ზუსტ დიაგნოზს დაგისვამთ და ვერც მითითებას მოგცემთ რომელიმე პრეპარატზე.
უფასო საკონსულტაციო დღეა პარასკევი, წინასწარი ჩაწერა მიმდინარეობს ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!