შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ყბის სახსრის ტკაცუნი - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. უკვე ერთი წელია პერიოდულად მაწუხებს დაჭიმულიბის და ტკივილის შეგრძნება ყბებში. მაქვს პატარა ყბა და კბილები არ მეტევა. ნერწყვის ყლაპვისას ყურებში ტკავუნებს. უეცრად მეწყება ყბის ტკივილი და მატკიებს თავს და თვალ ბუდეს. მეჭიმება ლოყაც. მითხრეს რომ სახსრის ბრალი არისო. იქნებ მიპასუხოთ კითხვაზე და დამაკვალიანოთ სად მივიდე? დანარჩენი ყველაფერი გამოკვლეული მაქვს.

იხილეთ პასუხი

ბიოფსია - რჩევები

კითხვა: გამარჯობა.შეიძლება თუ არა კვანძოვანი ჩიყვის ბიოფსიამ გამოიწვიოს რთული შედეგი ანუ კვანძის გაღიზიანება და მისი ავთვისებიანად გარდაქმნა ან ზომაში ზრდა? 4დღის წინ გავიკეთე და გასიებული მაქვს ის ადგილი და მოხრჩობის შეგრძნება მაქვს

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გინეკოლოგთან - გინეკოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მენსტრუალური ციკლი გადამიცდა 4 დღით მაქვს 30-31 დღიანი წინა ნოემბრის 13ში მქონდა. ორსულობის ტესტი მიჩვენებს მკრთალ ხაზებს. ვიყავი ექოსკოპიაზე და პასუხია: საშვილოსნოს ტანის ზომა 48/46/52 მიომეტრიუმი ნორმალური ექოსტრუქტურის. ენდომეტრიუმის სისქე 14მმ. ღრუ თავისუფალი. საშვილოსნოს ყელი 36მმ.. ცერვიკალური არხი დახურული. მარჯვენა საკვერცხე 49/36მმ. აისახება მრავლობითი კისტოზური ჩანართები საშუალო დიამეტრით 6-16მმ. ერთი მათ შორის უდიდესი 28მმ. მერცხენა საკვერცხე 36/26მმ აისახება კისტოზური ჩანართები საშუალო დიამეტრით 6მმ. დუგლასის ფოსოში ფიქსირდება მცირე რაოდენობით სითხე. მაინტერესებს რამდენად შესაძლებელია რომ ორსულობა იყოს და უბრალოდ საშვილოსნოში არ იყოს ნაყოფი ჩამოსული ჯერ და რა შემთხვევაში შეიძლება ტესტი დადებითი იყოს როცა ორსულობა არ არის.ენდომეტრიუმის სისქე თუ შეესაბამება ოესულობას?

იხილეთ პასუხი

ქუსლის ძვლის დეზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: ძალიან მტკივა ქუსლზე წანაზარდი. განსაკუთრებით სიარულის დროს.ძალიან ბევრი ნემსები გავიკეთე არასტეროიდული და ვისმევ იოდს, მაზებს ტკივილგამაყუჩებელს.არანაირი შვება,რას მირჩევდით

იხილეთ პასუხი

ღვიძლის ექოსკოპია - გასტროენტეროლოგია

კითხვა: ღვიძლის ექოსკოპიის სურათი ასეთია: პარენქიმა ჰომოგენური შენების საშუალო ექოგენობის.მე 5 თე სეგმენტში ისახება 24/40 მმ ზომის სპირალისებური ფორმის მკაფიო სწორი კონტურების მქონე ერთგვაროვანი შენების დაბალი ექოგენობის კერა......4 თვის შემდეგაც იგივე სურათია...ექიმმა მითხრა ეს არაფერი არ არის და დავაკვირდეთ პერიოდულადო.....თქვენ რას მირჩევთ....მადლობა..

იხილეთ პასუხი

პოლიართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა, მე ვარ ნინი 16 წლის და ძალიან მაწუხებს მუხლების ტკივილი მიჭირს დაჯდომა და ადგომა ვერ ვიკუზები, საშინელი ტკივილიმაქვს როდესაც ფეხს მოკეცილს ვაჩერებ ხუთ წუთზე მეტხანს, ღამით არ მაძინებს, ადრეც მქონია ტკივილები და ვიცოდი რომ გენეტიკური იყო მაწუხებდა მაშინ როდესაც ამინდი იცვლებოდა ახლა კი სისტემატიური ტკივილი მაქვს სადღაც 5 თვეა. გთხოვთ დამეხმაროთ

იხილეთ პასუხი