შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


გრიპი - ოტო–რინო–ლარინგოლოგია

კითხვა: სალამი. 5 დღის წინ დამემართა გრიპი. ყელი მტკიოდა,შემდეგ დამეწყო ცხვირის პრობლემები,2 დღე საერთოდ ვერ ვსუნთქავდი ცხვირიდან და დიდი რაოდენობით სითხე მომდიოდა (რაც ახლაც მაქვს) სიცხე არ მქონია. ვსვამ წამლებს და ანტიბიოტიკს,ასევე ვიყენებ ცხვირის გამხსნელ წვეთებს,რინონექსის სპრეის და დამატენიანებელ მალამოს. ახლა უკეთ ვარ შედარებით,თუმცა დამრჩა ძლიერი სველი ხველა.დღეს დილას შევნიშნე,რომ ერთი წვეთი სისხლი გამოჰყვა ნახველს. აქამდე ასეთი რამ არ შემიმჩნევია. ოჯახის ექიმთან ვიყავი ვიზიტზე,მითხრა რომ ფილტვები არის სუფთა და გადაღება არ გჭირდებაო. სისხლზე რომ ვუთხარი,თქვა რომ გრიპმა იცის ასეთი რამ. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ვნერვიულობ,შესაძლოა თუ არა,რომ ეს სიმპტომი იყოს რამე საშიში დაავადებისგან გამოწვეული?

იხილეთ პასუხი

მშობიარობა - ორსულობა

კითხვა: მოგესალმებით. ადლობთ რომ ამომწურავად პასუხობთ კითხვებს. მაინტერესებს 37 კვირიდან ნორმალურია თუ არა მშობიარობის დაწყება? 36 კვირა ხომ 9 თვეს უდრის თუმცა მთლად 9 თვე არ გამოდის რადგან მოსვლის დღიდან ითვლით ორსულობას და ფიზიკურად ხომ შეუძლებელია მაგ დღეს დარჩე.

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მუხლი მაწუხებს ზოგჯერ მისივდება და სითხე დგება მიჭირს მოხრა და ბოლომდე გაშლა რისი ბრალი შეიძლება იყოს და რა მკურნალობა იქნება საჭირო ან სად უნდა მივიდე.მუხლი წლების უკან დარტყმული მაქვს.

იხილეთ პასუხი

ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ყურებში წუილი,შუილი დაბუჟება ტავში ასევე მაქ ხერხემლის პრობლემა და რას მირჩევთ თუ გაქვთ უპასო კონსულტაცია ნევროლოგის ვარ 33 წლის ტკივილი არ მაქ როგორც ასეთი უბრალოდ დისკომფორტს განვიცდი გთხოვთ მიპასუხოთ

იხილეთ პასუხი

პროქტოლოგიური პრობლემა - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა ცოტა უხერხული კითხვა მაქვს. ორი თვეა მაწუხებს უკანა ტანის ქავილი განსაკუთრებით ღამით ძლიერდება და კუჭის მოქმედების შემდეგ.თითქოს რაღაც უცხო სხეული მიღიტინებს.. არ მაქვს არც ტკივილი არც სისხლდენა ან მსგავსი რამ, უბრალოდ მექავება.. მივიღე ჭიის წამალე ჰელმიზოლი და ნივრიანი ოყნა ამის შემდეგ დიდი შვება მომცა მაგრამ ოდნავ ქავილი მაქვს ხოლმე ისევ და რას მირჩევთ? რა შეიძლება იყოს? უხეში ზემოქმედების შემდეგ მეწყება ქავილი(მაგალითად ტუალეტის ქაღალდი).

იხილეთ პასუხი

ტომოგრაფია - რჩევები

კითხვა: გამარჯობა,თავის ტომოგრაფია გადავიღე დღეს და მაინტერესებს ძუძუთი კვება თუ შეიძლება

იხილეთ პასუხი