გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
სპაზმი - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს ამომწურავი ინფორმაცია ყელში სპაზმის, ან დაძაბულობის შესახებ. რა არის გამოსარიცხი და რომელ ექიმებს მივმართოთ. მადლობა
პროსტატიტი - უროლოგია
კითხვა: გამარჯობა,მოკლედ აღვწერ ჩემს პრობლემას,ვარ 59 წლის,2011 მოვყევი ავტო კატასტროფაში,მარცხენა მხარეს მქონდა მენჯის ძვალი 2 ადგიზე მოტეხილი ,ამავე დროს მქონდა სასქესო ორგანოებში შიდა სისხლ ჩაქცევები,სამი კვირა მეყენა კათეტერი,გამოწერის შემდეგ სასქესო ორგანოების ფუნქციის აღდგენას დასჭირდა რამოდენიმე თვე,მაგრამ დამიტოვა ხშირი მოშარდვა მცირე მცირე რაოდენობით,ოდნავი ტკივილი პროცესის დროს,ძალიან წვრილი და მოდუნებული ნაკადი,ექოსკოპიამ აჩვენა პროსტატის ჯირკვლის გადიდება,სისხლის ანალიზმა სიმსივნის საშიშროება გამორიცხა. ვცადე ძალიან ბევრი პრეპარატი,შედეგი ნოლის ტოლია. გთხოვთ მირჩიოთ გამოსავალი. მადლობთ.
უროლოგიური დიაგნოსტირება - უროლოგია
კითხვა: გმადლობთ პასუხისთვის და მაინტერესებს კერძოდ როგორ რით ხდება ამ ყველაფრის შემოწმება და რა ვითარებაში, თუ გადავწყვეტ წავლას ხომ ხვდებით ასეთ თემაზე მოსარიდებელია.... წინასწარ თუ არ მეცოდინება რა ხდება...
ჰისტერექტომიის შემდგომი პერიოდი - გინეკოლოგია
კითხვა: ვარ 54 წლის, 3 წლის წინ გავიკეთე ოპერაცია, საკვერცხეები, საშვილოსნო და ყელიც ამოკვეთილი მაქვს, მაწუხებს ჭარბი ოფლიანობა და შეხურებები, გთხოვთ მირჩიოთ როგორ შევიმსუბუქო მდგომარეობა.
ვიზიტი ტრავმატოლოგთან - ტრავმატოლოგია
კითხვა: მარცხენა მხარის და იდაყვამდე ხელის ძვალში ვგრძნობ ტკივილს რამდენიმე წელია. რამოდენიმე თავის წინ შეიმჩნევა ასევე ქსოვილის ერთ ადგილზე გამკვრივება. რა დაავადება შესაძლოა იყოს ან რა სახის კვლევა უნდა ჩავიტარო გთხოვთ მომწეროთ.
ვიზიტი ნევროლოგთან - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა მარჯვენა თვალის ზედა მხარე თამაშობს უკვე ერთი კვირაა