გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
სიმაღლეში ზრდის პრობლემა - ენდოკრინოლოგია
კითხვა: მოგესალმებით ვარ 15 წლის გოგო მაქვს სიმაღლის პრობლემა მიუხედავად იმისა რომ ვვარჯიშობ და კარგადაც ვიკვებები. გენეტიკის მხრივ მყავს საშუალო სიმაღლის მშობლები თუმცა მე 1.50 ვარ, მინდა მირჩიოთ რაიმე გზა თუნდაც მედიკამენტები რომელიც ხელს შემიწყობს სიმაღლეში ზრდაში .
ართროზი, ოსტეოპოროზი, არითმია - რევმატოლოგია
კითხვა: მაწუხებს მუხლის არე, მაქვს ართროზი, ოსტეოფოროზი, და სითხე, ასევე მააქვს არითმია, რით შეიძლება მკურნალობა
საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის პათოლოგია - ტრავმატოლოგია
კითხვა: ფეხის გადაბრუნების გარეშე უკვე რამდენჯერმე წავიქეცი მოასფალტებულ გზაზე სიარულის დროს,ვერ ვხვდები რა მემართება, მითხარით რა შეიძლება მჭირდეს და ვის მივმართო? წინასწარ გიხდით მადლობას.
ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია
კითხვა: თქვენს ცენტრში ჩავიტარე მუცლის ღრუს კ.ტ კვლევა. გადაღებამ აჩვენა, რომ ღვიძლი 180/82 მმ ზომებში მომატებულია, სცილდება ნეკნთა რკალს, პარენქიმაში მწვავე კეროვანი ჩანართების გარეშე. ლიმფური ჯირკვლები, კერძოდ მეზენტერიალური არტერიის და ვენის, აგრეთვე პარავერტებრალურ სივრცეში ისახება მცირე ზომის ლიმფური კვანძები. ნაწლავები ზომიერად გადაბერილი და დაჭიმულია, დამატებით პატოლოგიური კტ ნიშნების გარეშე. მარცხნივ შარდსაწვეთის გასწვრივ მოჩანს 2 მცირე ზომის მაღალი სიმკვრივის ჩანართი. რას ნიშნავს ეგ ყველაფერი მაინტერესებს. მაინტერესებს ეგ ყველაფერი ექვემდებარება მკურნალობას და ვისთან არის შესაძლებელი მივიდე და მკურნალობა დამინიშნოს, ოღონდ არაზერელედ, როგორც ეგ თქვენს კლინიკაში რეგიტრაციის დროს საათობით ლოდინმა გამოიწვია. იმედია ეგ არ განმეორდება და ცოტა წესრიგიც იქნება ამ მხრივ.
ვიზიტი უროლოგთან - უროლოგია
კითხვა: მოგესალმებით, ვარ 17 წლის მოაზარდი, (ბიჭი) მალე 18-ის გავხდები, ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, სავარაუდოთ სექსოლოგს ეხება ეს კითხვა ზუსტად არ ვიცი... ჩემი ასო ჩვეულებრივია და სხვისგან არც განსხვავდება მაგრამ ერექციის დროს მარცხენა კუთხე ჩვეულებრივ სწორია, მარჯვენა კი ცოტათი გამობურცული, არაა გადახრილი სწორია, მხოლოდ მარჯვნიდან ასოს თავამდე არის გამობურცული ცოტათი თუმცა საკმაოდ შესამჩნევი, ზომაც ნორმალურია. სქესობრივი ურთიერთობა ჯერ არ მქონია. გასივებულიც არაა. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ეს.
სანერწყვე სადინარის პათოლოგია - ყბა–სახის ქირურგია
კითხვა: გამარჯობა,სანერწყვე ჯირკვლის სადინარში მაქვს კენჭი,ასევე 2კვირაა კისერი მაწუხებს თითქოს დაჭიმულია ძარღვები ამასთანავე თავის ტკივილები მაქვს 2 კვირაა ყოველ დღე კეფის და თხემის მარჯვენა მხარეს, ზოგჯერ წვის შეგრძნებაც მაქვს. ეხლა კიდევ 2 დღეა მტკივა ზედა ყბა კბილები ოღონდ კბილის ტკივილისნაირი ტკივილი არ არის თან ყვრიმალებიც მტკივა მაგრამ გაუსაძლისად არა. რა შეიძლება რომ იყოს? ან თუა ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებული? ან ვის მივმართო რა სპეციალობის ექიმსს? იქნებ დამეხმაროთ ცოტა არ იყოს და შეშინებულო ვარ.მადლობა წინასწარ