შეკითხვა ექიმს

გამოაგზავნეთ შეკითხვა

თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.



შეკითვა ექიმს

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები


ლიპომა - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა! თუ შეგიძლიათ, დამაკვალიანოთ და დამეხმაროთ. დედას ყურის მიდამოში აქვს რაღაც კვანძოვანი რომელიც თითქმის 2 წელია შევამჩნიეთ, ტკივილით არ აწუხებს მაგრამ რაღაც დისკომფორტს განიცდის, შარშან ზუსტად ამ პერიოდში ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ჩავიტარეთ გამოკვლევა, გადავიღეთ რედგენი და სურათმა გვიჩვენა ერთი დიდი და რამოდენიმე მცირე ზომის წარმონაქმნები, გავიკეთეთ ბიოფსიაც, რადგან ვშიშობდით ცუდ წარმონაქმნზე, რაც როგორც გვითხრეს ეს იყო ცხიმ გროვა , დაგვინიშნეს 2 სახის ანტიბიოტიკი, სახელი აღარ მახსოვს, და გვითხრეს რომ მოგვემართა ყბა სახის ქირურგისთვის. მაგრამ სამწუხაროდ რადგან რაიონიდან ვართ ამბროლაურიდან ვეღარ მოვახერხეთ ექიმთან მისვლა, დედას აქვს ამავე დროს შაქრიანი დიაბეტი, და ამ ბოლო დროს 4 თვეა თითქმის წნევები აქვს ძალიან მაღალი და აწუხებს თავის ტკივილი. ხომ არ შეიძლება ეს იყოს ამის გამომწვევი და საშიში ხომ არაფერია. მირჩიეთ საუკეთესო ექიმი ვის მივმართო. მადლობა ყურადღებისთვის. ველოდები თქვენს გამოხმაურებას.

იხილეთ პასუხი

ვერტებრო–ბაზილარული უკმარისობა - ნეიროქირურგია

კითხვა: ჩემი ძმა არის 67 წლის ფიზიკურად არის ჯანმრთელი მაგრამ სიარულის დროს წონასწორობას ვერ იცავს და უჭირს სწორ ხაზზე გავლა დიაგნოზი:ცერებრო ბაზილარული სინდრომი 645. გვითხრეს არ რჩებაო.

იხილეთ პასუხი

თავის ტკივილი - კარდიოლოგია

კითხვა: გამარჯობა მაწუხებს ხშირი თავის ტკივილი თითქმის ყოველ დღე , საფეთქლის წილში , დაბალი არტერიული წნევა მაქვს ტკივილგამაყუჩებლად ვიღებ მედიკამენტ "იბუპროფენ"-ს 200 ან 400 მილიგრამს დაახლოებით 3 წელია ასე მჭირს , თავიდან მხოლოდ ზამთარში მტკიოდა ხოლმე , რენდგენი გადამიღეს მაგრამ რენდგენზე არაფერი არ იყო ,ნევროლოგთანაც ვიყავი და ყველაფერი ნორმაშიაო. მითხრეს რომ ასაკობრივი იყო მაშინ 11 წლის ვიყავი ახლა კი14 - ის ვარ მაგრამ ისევ მაწუხებს თავის ტკივილი თან უფრო გახშირებულად საჭირო არის მაგნიტორეზონანსული ტომიგრაფიის გადაღება ? რას მირჩევთ

იხილეთ პასუხი

ჰიპერსალივაცია - ყბა–სახის ქირურგია

კითხვა: გამარჯობა.ვარ 44 წლის ადრეულ ასაკშიც და ახლაც ძალიან იშვიათად გამთენიისას მაქვს ძლიერი ნერწყვის დენა უცებ მევსება მთელი პირის ღრუ ნერწყვით რომელიც რამოდენიმეჯერ გადმონერწყვის შემდეგ მიჩერდება და მთელი დრის განმავლობაში მაქვს დისკომფორტი მუცლის ღრუში წვის შეგრძნებით და სიმძიმის შეგრძნებით

იხილეთ პასუხი

ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,საკვების მიღების შემდეგ ხშირად მაქვს ისეთი შეგრძნება,თითქოს ლუკმა მაქვს სადღაც საყლაპავში გაჩხერილი,გულთან მაქვს ჭვალი ერთი სიტყვით საშინელი დისკომფორტი,იძულებული ვარ ამოვიღო უკან,მერე ვთავისუფლდები.ასეა ორი წელი.კუჭის რენტგენოსკოპიის დასკვნა ასეთია კარდიოსპაზმი, კუჭის დისკინეზია,ეროზიული გასტრიტი.მაქვს ქრონიკული ქოლეცისტიტიც.ვიმკურნალე გასტროენტეროლოგის დანიშნული წამლებით სტამიკი,ბიჯეტრიკი,კლავერა,სფრომილიდე,სპარექსი.შედეგი მხოლოდ ორი კვირა მქონდა.ვაგრძელებ მკურნალობას მეორე თვეა ისევ იგივე მდგომარეობა მაქვს.გთხოვთ მირჩიოთ რამე.წინასწარ გიხდით მადლობას.

იხილეთ პასუხი

ოსტეოპოროზი - ტრავმატოლოგია

კითხვა: 5წლის წინ მუხლზე გამოკვლევით დამიდგინდა ოსტეოპოროზი.1წელია უკვე ფეხი მუხლს ზემოთ ძალიან გამიმსხვილდა.რა შეიძლება იყოს.(მეშინია ექიმთან მისვლა)მადლობთ წინასწარ.i

იხილეთ პასუხი