გამოაგზავნეთ შეკითხვა
თქვენს შეკითხვებს უპასუხებენ ჩვენი კლინიკის მაღალკვალიფიციური ექიმები. სრულიად უფასოდ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე.

ექიმთან ხშირად დასმული შეკითხვები
წონაში მომატების სურვილი - ენდოკრინოლოგია
კითხვა: გამარჯობა.6თვის წინ ვიმშობიარე.ლაქტაციის დროს 30კილო დავიკელი. ავადმყოფურად სუსტი ვარ ექიმმა დამინიშნა ემფეტალი და მაინტერესებს რამდენად ეფექტური იქნება რომ მოვიმატო? ან თუ იცით რამე უკეთესი საშუალება წონის მოსამატებლად?წინასწარ გიხდით მადლობას❤️
თირეოდიტი - ორსულობა
კითხვა: გამარჯობა .წავიკითხე რო თირეოდიტი იწვევსო გრამ დადებითი ბაქტერიების განვითარებას როგორიც არის სტაფილოკოკი და სტრეპტოკოკი და მართალია? თან ორსული ვარ და როგორც ვიცი სტრეპტოკოკული ინფექცია საშიშია
სეფსისი - ინფექციური სნეულებები
კითხვა: მოგესალმებით,მაინტერესებს რა გვჭირს,დაგვიდგინეს სეფსისი,ვიმკურნალეთ 18 დღიანი მკურნალობით გამოვეწერეთ და სამ დღეში იგივე სიტუაცია გამეორდა,ისევ სეფსისის ცენტრში დავწექით ისევ მკურნალობა კარგად ექვემდებარება გამოწერიდან სამ დღეში ისევ ისე და ასე მეორდება,ახლა მეოთხედ გვაქვს სიცხე, კერას ვერ ვუდგენთ საიდან არის. აქვს გაკეთებული ორჯერ პრასტატის ოპერაცია,მერე თიაქარი და მის მერე აღმოაჩნდა სეფსისი,აქვს წელის ტკივილები,გადავიღეთ მრტ ორჯერ,მაგრამ ისეთი არაფერიო....მერე გამოკვლევა ჩავატარეთ ბუშტის,დაგვინიშნეს თვითკათეტერიზაცია,მაგრამ ამანაც არ უშველა,გთხოვთ მომეცით რამე რჩევა,სად მივიდე,ვის მივმართო და როგორ დავადგინო სეფსისის კერა? წინასწარ მადლობა. პაციენტი არის 67წლის.
თავის ტკივილი - ნევროლოგია
კითხვა: გამარჯობა,მაქვს თავის ტკივილები ხშირად,რაც თავის ტკივილები მაქვს იმის მერე მხედველობაც დამიქვეითდა.რისი ბრალი იქნება,ამავე დროს ფეხებიც მტკივა ძალიან,განსაკუთრებით მარცხენა ფეხი.
ხველება - გასტროენტეროლოგია
კითხვა: გამარჯობა ესეიგი კვების დასრულების მერე მეწყება ხველა ცოტა ხნით არც კუჭი მტკივა არაფერი უბრალოდ ზურგი მეჭიმება და ისიც წამოწოლის მერე გამივლის მაინტერესებს რასთან მაქვს საქმე.
კანის აქერცვლა - დერმატოლოგია
კითხვა: 10 წლის გოგონას ხელისგული აექერცლა.ექავება და ეწვის როგორ მოვიქცე